ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ქუჩური გარჩევა და დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველევბის ინფორმაციით, დასახლეობით 40 წლამდე მამაკაცს, მოულოდნელად თავს დაესახნენ.
მათივე ინფორმაციით, გაჩერდა მანქანა, საიდანაც რამდენიმე პიროვნება გადმოვიდა და 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდამსხმელები შეიარაღებულები არ ყოფილან, მათ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ და შესაბამისად არც გასროლის ხმა არ ყოფილა.
თუმცა, როგორც თვითხილველები ამბობენ ფიზიკური ანგარიშსწორება რკინის ნაჭრით მოხდა. თავდასხმის იარაღი ამ დრომდე ადგილზეა.
აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთლეობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები






