საბერძნეთში დათა ახალაიას ექსტრადირებაზე სასამართლო პროცესი ქალაქ პატრასში გაიმართება. სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, კვირის ბოლომდე მიიღოს.
ახალაიას ბერძენი ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბერძნული კანონმდებლობით კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, ახალაიას ექსტრადირების შემთხვევაში მის სისრულეში მოსაყვანად მთელი რიგი პროცედურების ჩატარება გახდება საჭირო.
“არსებობს ბევრი ასპექტი დათა ახალაიას შესაძლო ექსტრადაციის საკითხის დასრულებამდე. იმის მიუხედავად, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, საბერძნეთის კანონმდებლომის მიხედვით, მეორე მოსმენა მაინც გაიმართება. ასეევ საბერძნთის კანონმდებლობის მიხედვით, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს’’, - განაცხადა ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტერიოპოლუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






