პატარკაციშვილის სიკვდილიდან რამოდენიმე ხანში იგი ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა გაეყიდა უმდიდრესი მამული ინგლისში, პატარკაციშვილის მფლობელობაში მყოფი აბრამოვიჩის ნაჩუქარი თვითმფრინავი, პატარა ხის იახტა საქართველოში და დაეწყო მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესები როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.
პირველი, რისი დაბრუნებაც მან მოახერხა ეს იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ამას მოჰყვა მთაწმინდის პარკი, ტელეკომპანია "იმედი".
ჯოზეფ კეისთან სასამართლო დავების შედეგად მან დაიბრუნა დეველოპერული პროექტები ამერიკასა და ესპანეთში, კუნძული მაიამის სანაპიროსთან და დასახლება ესპანურ კურორტ "მარბელასთან" ახლოს.
სასამართლო ომები ამით არ მთავრდება. მას აქვს დავა ვანო ჩხარტიშვილთან პატარკაციშვილი-ჩხარტიშვილის ერთობლივ პროექტებზე და ყულევის ნავთობტერმინალზე. იგი დაინტერეებულია ასევე, პატარკაციშვილი-ანისიმოვის საერთო პროექტების ბედით.
მას ასევე პრობლემები აქვს რუსეთსა და უკრაინაში არსებულ აქტივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინის მინერალური წყლების ქარხანა.
ყველა ქონების დაბრუნების შემთხვევაში იგი დაახლოებით 6 მილიარდის ქონების მფლობელი ხდება.
მასალის გამოყენების პირობები






