ბებია, ბაბუა და შვილიშვილი - შემზარავი ავარია სანაპიროზე
სამართალი - 16:13, 28 May, 2014     10073
23 მაისს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვის და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა, - მერსედესის მარკის ავტომობილს ჯიპი შეეჯახა, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა მართავდა. მერსედესში, მცხეთიდან თბილისისკენ მომავალი ვოვა ტუავი, მისი მეუღლე და ერთადერთი შვილიშვილი, ლუკა ისხდნენ. ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი, სასწრაფოს დახმარების მანქანამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 76-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

- ლუკა, რამდენიმე დღეების განმავლობაში, მცხეთაში, ბებია-ბაბუასთან იყო. საერთოდ, საცოდავ ვოვას ხშირად ჰყავდა სახლში შვილიშვილი. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს და მათაც ერთი შვილი ჰყავდათ, - ყველასთვის საყვარელი, სულ მხიარული და მოუსვენარი ლუკა...

რამდენიმე დღის წინ, ბავშვის ბიძამ, მამის ძმამ, ყველასთვის გაუგებარი მიზეზით, თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მიუსწრეს და ჩამოხსნეს და ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში იწვა... ბავშვის დედა მას ედგა თავზე. ძალიან თბილი და ყურადღებიანი გოგოა, სულ ცდილობდა, ყველას გული მოეგო. მისი საცოდაობით ქვა ატირდება - ერთადერთი შვილი, სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი, ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას მცხეთაში. არ ვიცი, ასეთი უბედურების, როგორ გააგრძელებენ ის და გიორგი ცხოვრებას. ერთ დღეში დაეხოცა ქვეყანაზე ყველაზე საყვარელი ადამიანები, - შვილი და დედ-მამა. ვოვა ისეთი კაცი იყო, მთელი უბნისა და საახლობლოს ჭირსა და ლხინს იზიარებდა, ყველას ეიმედებოდა და ისიც ყველას უმართლებდა იმედს...ძალიან რომ მონატრებია ბავშვს დედა, ბებია-ბაბუას გადაუწყვეტიათ, წავიყვანოთ და რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ უკან წამოვიყვანოთო. თან როგორც გითხარით, მთელი ღამე წუხდა თურმე, - დედა ენატრებოდა.დედის მონატრება საფლავში ჩაჰყვა იმ პატარა ანგელოზს... ლილოს დასახლებისკენ ცხოვრობენ ბავშვის მშობლები. 9-10 საათი იქნებოდა, ვოვა და მისი მეუღლე თბილისისკენ რომ მიდიოდნენ, მაგრამ შვილის სახლამდე ვერ მიაღწიეს.

- ჯიპის მძღოლი დაკავებულია?..


- დიახ, დაკავებულია. წინასწარი შვიდთვიანი პატიმრობა მიუსაჯესო, თქვეს...იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის ძმისშვილია და შესაძლოა, მალევე უშველონ. მას ისიც ეყოფა, რომ სამი ადამიანის, მათ შორის 5 წლის ანგელოზის ცოდვა დაედო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს გადაჭარბებული სიჩქარით გრიალი ქუჩებში და გავლენიანი ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის ხელის დაფარება?.. ავარიის შემდეგ, ისეთ მდგომარეობაში ისეთ მდგომარეობაში იყო მანქანა, ცხედრების გადმოყვანა გასჭირვებიათ, მთლიანად დაჭმუჭნილია...

წყარო: კვირის პალიტრა




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42