„ახალგაზრდა ადვოკატები“ თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ
სამართალი - 14:01, 28 May, 2014     1811
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ტაბულას“ რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, სარჩელი შეიტანეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ორგანიზაციის 2014 წლის 6 თებერვლის წერილობით მიმართვას, მოეხდინა ორგანიზაციის მიმართ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებების უარყოფა, უარით უპასუხა.

პოლიტიკოსის მეუღლემ, სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, შემდგომ კი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს და ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწოდა.

საჯარო სივრცეში გაავრცელა ფოტო, რომელზედაც ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის გვერდით ტრიბუნასთან დგას.

თამარ ჩერგოლეიშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რასაც მოჰყვა საჯარო სივრცეში გაკეთებული არაერთი განცხადება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას:

„პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“– მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს. ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს, კვლევის ავტორების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიზანმიმართულ შეცდომაში შეჰყავდა, ადგილი ჰქონდა მცდარი ცნობების გავრცელებას, ხოლო თუკი სახელისუფლებო პარტიასთან ფარული დავალებების რაიმე სახის მტკიცებულება არსებობდა, პოლიტიკოსის მეუღლეს საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გაეხადა. თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტოს გამოქვეყნებაც, რომელიც ტრიბუნასთან, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას. ორგანიზაციამ მოპასუხის ბრალდებას უპასუხა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულ იყო 2012 წლის 21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე. რა დროსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი დამოუკიდებელ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო განცხადებები, ლახავს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას, ორგანიზაციის კორპორაციულ ინტერესებს, პროფესიული თავისუფლების პრინციპებს და გავლენას ახდენს ყველა სხვა მესამე პირთან ნდობის გაჩენაში. შესაბამისად, ორგანიზაციის პროფესიული ავტორიტეტი ვერ იქნება რეალიზებული, თუკი მოპასუხის საჯარო განცხადებები არ იქნება გაქარწყლებული. მოცემულ დავაშიც, "ახალგაზრდა ადვოკატების" ყველაზე მაღალი სამართლებრივი სიკეთის დაცვა გამოიხატება იმ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფაში. თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები არ ყოფილა კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება. პოლიტიკოსის მეუღლემ მოახდინა განზრახ ზიანის მიმყენებელი და ორგანიზაციის სახელის გამტეხი განცხადებების გავრცელება. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს, დავის დასაბუთებისთვის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც წარუდგინეს. ორგანიზაციის ინტერესებს, სასამართლო სხდომაზე, სადამფუძნებლო საბჭო – არჩილ კაიკაციშვილი, მარიკა არევაძე და თინათინ ნიბლოშვილი დაიცავს”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42