"კაზანტიპის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი მზად არის ყირმში დაბრუნდეს, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას პირობებს უყენებს. ინფორმაცია მარშუნოკის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
მარშუნოკი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„რუსეთი შემობრუნდა და ყირიმში კაზანტიპის დაბრუნებას გვეხვეწება, რომ ჩავარდნილი ტურისტული სეზონი გადავარჩინოთ, რატომაც არა? მაგრამ პირველ რიგში რუსეთის ნარკოკონტროლის ფედერაციული სამსახურისგან ველოდებით დიდ ბოდიშს, რადგან ისინი ჩვენ ყველას დაგვემუქრნენ, რომ მიღების შოუს მოგვიწყობდნენ და ყველას დაგვარბევდნენ.
რუსეთის სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან მოვითხოვ ახნა–განმარტებას, რომლებმაც დაანგრიეს კაზანტიპის ღობე, მაგრამ ჩვენ სწრაფად აღვადგინეთ. ასევე მინდა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში პოდპოლკოვნიკმა რიაბაკონმა, რომელმაც გაბედა და ომონთან და ძაღლებთან ერთად კაზანტიპის რესპუბლიკის მინისტრების მშვიდობიანი სამიტი დაარბია.
სჭირდება კაზანტიპის რესპუბლიკას ფინანსური დახმარება? ჩვენ უარს არ ვიტყვით, მრავალმილიარდიან ბიუჯტზე, რომ ყირიმი განვითართდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფრის გადახერხვას, ჩვენ ეფექტურად დავხარჯავთ, რომ ყირიმის დასავლეთ ნაწილი ტურისტული მექა გახდეს“, - ნათქვამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






