ვისი ახლობელია მოსამართლე, რომელმაც კეზერაშვილი „სპირტის საქმეზე“ გაამართლა
სამართალი - 12:46, 28 May, 2014     3728
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეში სრულიად გამართლდა. განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა.

აღნიშნულ თემაზე გაზეთ „ალიას“ ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ესაუბრა.

„დავით კეზერაშვილის საქმის მოსამართლე, ბატონი მგელიაშვილი თავის დროზე სასამართლო სისტემაში მიიყვანა ამირან მესხელმა, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და ნათესავი, ასევე იყო ვანო მერაბიშვილის მეორე ნათესავი სტეფანე თუმანიშვილი, ამ ხალხის მეგობარი იყო მოსამართლე მგელიაშვილი და ამ ხალხის შუამდგომლობით დანიშნეს მოსამართლედ. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ დავით კეზერაშვილი გამართლდა.

-გასაკვირი ის არის, რომ ახალი ხელისუფლება თავს იწონებს სამართლიანი სასამართლოთი და რა გამოდის?

სასამართლო სისტემა ძველად იყო ესე: 2-3 კაცი წყვეტდა სასამართლოში გაგზავნილ საქმეებს, მოსამართლე მხოლოდ ახმოვანებდა ამ ადამიანების მიერ გამოტანილ განაჩენს. გადაწყვეტილებების მიმღები კი იყო ადეიშვილი და სასამართლოში კუბლაშვილი. მათ რიგებში იყო სამწუხაროდ, ჩემი ძმა ომარ ჯორბენაზე, რომელიც 15 წელია მოსამართლეა და იუსტიციის საბჭოს წევრი იყო 10 წელი. ეს მოსამართლეებიც ჩემი ძმის დანიშნულები არიან.

-თქვენი ძმისგან თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ ემორჩილებიან მოსამართლეები ისევ „ძველი უფროსების“ გადაწყვეტილებებს? მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსამართლეებს ისევ აშანტაჟებენ „ნაციონალები“..

რა თქმა უნდა, მაგაში ეჭვი გეპარებათ? ამაზე კარგი მტკიცებულება რა გინდათ, დავით კეზერაშვილი გამართლდა, მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს? თქვენ ახლა გგონიათ, იმდენად შტერია ზურაბ ადეიშვილი ან კოტე კუბლაშვილი, რომ დაშანტაჟების მტკიცებულებას მოგცემდნენ? სასამართლო სისტემაში ვინც მოსამართლედ არის დანიშნული, ყველა ერთი კაცის ხელის მოსამსახურეა, მათ შესახებ პროკურატურას იმდენი სიბინძურე აქვს შემონახული, რომ ესენი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენებენ.

-დაგვისახელეთ მოსამართლეები, ვისაც დღესაც აშანტაჟებენ წარსული საქმეებით?

ბატონი ჩემია, არ გიკვირთ დღესაც მოსამართლე, რომ არის ბატონი ჩემია? მაგალითად ბატონი ვაჟა ფუხაშვილი. არის კიდევ გიორგი არევაძე, რომელიც ჩემიას მოადგილე იყო და შემდგომ დააწინაურეს. რა საქმეებიც ჩემიას ჰქონდა განხილვაში მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის საქმე, ძირითადად „გააპრავა“ არევაძემ, რადგან განაჩენებს და ყველა სიბინძურეს ეს ბატონი წერდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42