გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა
ეს საინტერესოა - 10:39, 28 May, 2014     5638
რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ.

ინგლისელმა პოეტმა ჯორჯ გორდონ ბაირონმა XIX საუკუნის დასაწყისში ევროპული სალონები დაიპყრო არა მხოლოდ თავისი რომანტიკული სტროფებით, არამედ ბოჰემური ცხოვრების სიყვარულითაც. ახალგაზრდა ლორდი მონაწილეობდა ორთაბრძოლებში, სვამდა, თამაშობდა ბანქოს... მერე კი ფორმის შესანარჩუნებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაც მოუხდა ბრძოლა. მართალია, იმ დროს გასახდომად უკვე იყენებდნენ თაგვის შაქარს (დარიშხანს), ტყვიას, ბაირონი პირველი იყო, ვინც ე.წ. ''საავტორო დიეტა'' შემოიღო, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა.
აქტიურ სტადიაში მისი გახდომის მეთოდი გულისხმობდა დიდი რაოდენობით ძმრიანი წყლის მიღებას. ნებისმიერი სხვა საკვები იმ დღეებში იკრძალებოდა. როცა სასურველ წონას მიაღწევდა, პოეტი კვებაზე გადადიოდა, რომელიც იმავე ღვინის ძმარში ამოვლებული კარტოფილისგან, რამდენიმე ბისკვიტისა და ერთი ფინჯანი ჩაისგან შედგებოდა. გარდა ამისა, თუ დიეტის დროს ბაირონი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, ე.ი. შინ იჯდა საბნებში გახვეული, რომ ოფლი დაეღვარა. საბოლოოდ, მუდმივი დიეტებით თავის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენა და გამუდმებით ბულიმიისა და ანორექსიის ზღვარზე იყო. გარდა ამისა, ძმრის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმს კალცს აცლიდა, კბილები იშლებოდა, ძვლები მტვრევადი ხდებოდა და იმუნიტეტიც ქვეითდებოდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ჰორეის ფლეტჩერმა შეიმუშავა დიეტური დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კერძი, მათ შორის თხევადიც კი, მინიმუმ ასჯერ უნდა დაღეჭო. გახდომისა და სიჯანსაღის ახალი საშუალება ოკეანის ორივე მხარეს აიტაცეს და ამ მეთოდს დღესაც ჰყავს მიმდევრები. ფლეტჩერიზმის მიმდევრები ბლომად იყვნენ - მწერალ ფრანც კაფკადანმულტიმილიონერ ჯონ როკფელერამდე. ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა რეკომენდაციები, რომ ასე ძნელად მომზადებული საკვები კი არ უნდა გადაეყლაპათ, უნდა გადმოეფურთხებინათ - თითქოსდა ხანგრძლივი ღეჭვისას მთელი სასარგებლო თვისებები ისედაც ეცლება საკვებს და წვენის სახით ჩადის ორგანიზმში, დანარჩენი კი უსარგებლო შლაკებიაო.

კინემატოგრაფის ეპოქაში, 20-30-იან წლებში, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა თამბაქოს სასიკვდილო მავნებლობის შესახებ და ეკრანის ვარსკვლავების პარალელურად, ქალები თუ კაცები, სიგარეტს მიეძალნენ, მით უმეტეს, რომ მაშინვე დამკვიდრდა მოსაზრება თამბაქოს გასახდომ ''უნარზე'' - ის მადას აქვეითებს და საკვების მაგივრობას უწევს ადამიანსო. ასე, თამბაქოს კვამლში კილოგრამების გაქრობის მოლოდინში ეწეოდნენ სიგარეტს გრეტა გარბო დამარლენ დიტრიხი და ასეთივე ''მაგალითს'' აძლევდნენ თანამედროვეებს.

მერილინ მონრო ადრეული ახალგაზრდობიდან მისდევდა დიურეტიკულ დიეტას, რომლის ძირითადი კომპონენტები იყო გრეიპფრუტი და შავი ყავა. მერილინის კვალდაკვალ ბევრი ამერიკელი ქალი იყენებდა მხოლოდ ამ პროდუქტებს და ხდებოდა რამდენიმე დღეში. იმავე პერიოდში გამოჩნდა მედიკამენტები - ფარმაკოლოგებმა კარგად შენიშნეს, რომ ადამიანები გასახდომად ყველაფერზე ოცნებობდნენ და სხვადასხვაგვარი აბები მოიგონეს: გასახდომად, ცხიმების დასაწვავად და მადის დასაქვეითებლად. რასაკვირველია, ამგვარი მედიკამენტები ახლაც აქტიურად იყიდება, თუმცა არც ერთი წამალი არ არის ისეთი, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება არ ჰქონდეს...

''მძინარე მზეთუნახავის დიეტა'' ასევე მედიკამენტებზე იყო დაფუძნებული, თუმცა საკმაოდ საშიში - ქალები საძილე პრეპარატებს იღებდნენ და დიდხანს ეძინათ, რომ ნაკლები დრო დარჩენოდათ კვებისთვის. ასე, ძილში ხდებოდნენ, თუმცა ერღვეოდათ დღის რეჟიმი, უზიანდებოდათ ფსიქიკა და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებდნენ.

იმავე პერიოდში აქტუალური იყო გახდომა ჭიებით. თურმე, ამ ფორმას ახლაც მიმართავენ. ჩვეულებრივი პარაზიტი ჭიები აზიური ქვეყნებიდან არალეგალურად ჩამოჰქონდათ და ყლაპავდნენ. გადაყლაპვიდან სულ რამდენიმე თვეში პაწაწინა ჭიაყელა 4-6 მეტრის სიგრძის ჭიად იქცეოდა, ნაწლავში კარგად ბინავდებოდა და ''უფროსი მეგობრის'' მიერ მირთმეულ საკვებს შთანთქავდა. ჭიის პატრონს მადა ემატებოდა, თუმცა წონა - არა. პირიქით, საშინლად ხდებოდა და ილეოდა. 3-4 თვის შემდეგ სოლიტერი ორგანიზმიდან გამოჰყავდათ, თუმცა ყოველთვის ადვილი არ იყო. თანაც, ჭია გახდომასთან ერთად ბევრ ცუდ შედეგს იწვევდა, მთლიანად ანგრევდა ნივთიერებათა ცვლას, იმუნიტეტს, ადამიანს წონასთან ერთად აკლდებოდა თმა, კბილები, ჯანმრთელობა.

''ჭიის დიეტასაც'' ჰყავდა თავისი ''ვარსკვლავი'' - მაგალითად, ოპერის მომღერალიმარია კალასი, რომელმაც რამდენიმე თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო. თუმცა სასურველმა სიგამხდრემ ბედნიერება ვერ მოუტანა - ხმა დაკარგა, ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, არისტოტელე ონასისს დაშორდა და მოულოდნელად, საიდუმლო ვითარებაში 54 წლისა გარდაიცვალა.

ბოლო დროს ჰოლივუდში პოპულარულია პლაცენტის აბები - მსახიობმაჯენიუერი ჯონსმა აღიარა, რომ შვილის დაბადების შემდეგ დაუკვეთა თავისი მომყოლის დანაწევრება და თითქმის მთელი წელი მას, ფხვნილად ქცეულს, კაფსულების სახით იღებდა. მისი თამამი აღიარების შემდეგ ჯენიფერ ენისტონმაც განაცხადა, რომ სილამაზესა და მოხდენილობას პლაცენტის დიეტით იცავდა - ოღონდაც, რაკი თვითონ არ გაუჩენია, სხვათა პლაცენტის ნდობა უწევს.

წყარო: რეიტინგი




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42