პამელა ანდერსონმა კანში გამართულ საქველმოქმედო ფონდის Pamela Anderson Foundation(PAF) პრესკონფერენციაზე, რომელსაც 200-მდე ადამიანი ესწრებოდა პუბლიკისთვის შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა.
"მაშველები"-ს მსახიობმა და პლეიბოის მოდელმა სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ცხოველების დაცვის აგიტაციას ეხებოდა, პამელა გამოტყდა, რომ ის ბავშვობაში რამდენჯერმე ძალადობის მსხვერპლი გახდა. პამელა რამდენჯერმე გააუპატიურეს, პირველად 12 წლის ასაკში, მსახიობი ამ მდგომარეობიდან ცხოველების სიყვარულმა და მათზე მზრუნველობამ გამოიყვანა.
46 წლის მსახიობი, რომელიც ამბობს რომ ქალებთან სექსუალური ურთიერთობაც გამოუცდია გამოტყდა, რომ ბავშვობაში მასზე მომვლელი ძიძა-ქალი ძალადობდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა 6 წლის იყო. ხოლო 12 წლის ასაკში მეგობარმა ბიჭმა გააუპატიურა, რაც კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.
იხსენებს მის მძიმე ბავშვობას, რთულ მდგომარეობას ოჯახში, მამა ალკოჰოლიკი იყო, დედა კი რამდენიმე სამსახურში მუშაობდა ოჯახი რომ უზრუნველყო.
პამელას ორგანიზაცია ბუნების და ცხოველების დაცვას ისახავს მიზნად, როგორც მის საიტზე ვკითულობთ ორგანიზაციას განზრახული აქვს მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება მიზნის მისაღწევად, თუნდაც ამისთვის პროვოკაციული და თამამი ნაბიჯების გადადგმა იყოს საჭირო. პამელა კი ამ თემის განხილვას აღარ აპირებს და მეტი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






