როგორ მოვხიბლოთ მორიელი
ეს საინტერესოა - 09:08, 28 May, 2014     9651
ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცები არასტაბილური და არცთუ საიმედო ინდივიდები არიან. "ყველა კაცი ერთნაირია" - ხშირი და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი მორიელი

კაცმა რომ თქვას, მოხიბვლის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში თუ ვინმეს ენიჭება, ეს თქვენ ყველაზე ნაკლებად ხართ. შეიძლება ითქვას, იგი თავად ხიბლავს ქალებს უპირობოდ და ერთპიროვნილად. მამაკაცი მორიელი ერთი შეხედვით ჩუმი, სიტყვაძუნწი, მშვიდი და ცივი გონების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში ასეა მანამ სანამ იგი პოტენციური საკბილოს თვალთვალითა და შესწავლითაა დაკავებული. თქვენ შესაძლოა გეგონოთ რომ მასში იოტის ოდენი სიმპათიაც ვერ გამოიწვიეთ, განსაკუთრებით მაშინ როცა მის გამოჩენამდე ნამდვილად არ უჩიოდით თაყვანისცმელების ნაკლებობობას. ვერაფერს იტყვი, ეს ქალურ თავმოყვარეობაზე გვარიანი დარტყმაა. თუმცა სწორედ ამ სიხისტით, გულგრილობით და რკინისებური ნებისყოფით გააღვივა მან თქვენში დაუძლეველი ინტერესი, ასე არ არის განა?

სხვა მამაკაცებისგან განსახვავებით, ამ კაცს არასოდეს სჭირდება რევერანსების კეთება და შეყვარებულ მონად გადაქცევა, არც ერთი ქალის წინაშე. თუკი მისი ინტერესის ობიექტი ხართ და იგი რაიმე კონკრეტულმა სახასიათო შტრიხმა მიიზიდა თქვენში, მერწმუნეთ ბევრს არ ილაპარაკებს.. პირდაპირ საქმეზე გადავა და ყველა თქვენ თაყვანისმცემელს ქორის მოსალოდნელი თავდასხმით შეშინებული წიწილებივით დაიფრენს თქვენი ცხოვრებიდან. კონკურენტული გარემო ეს ის თემაა, რომელიც მორიელს არათუ თრგუნავს პირიქით სტიმულს და მოქმედების სურვილს აძლევს. ამიტომ ქალი რომელიც ბევრი მამაკაცის სურვილის და მოწონების საგანია, დიახაც რომ მიიზიდავს მას. მაგრამ თავად ამ ქალის გულსაც სულ მალე ჩაიგდებს ხელში, თუნდაც თავად გარეგნობით ლეგენადრულ კვაზიმოდოს ჰგავდეს. სექსულაურობა, მაგნეტიზმი და საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენა ეს მისი ძირითადი კოზორია ამგვარი თვისებების წინაშე კი როგორც წესი ვერ ერთი ქალი ვერ გამოიჩენს გამძლეობას.
მიუხედავად იმისა, რომ იგი საოცრად ვნებიანი და საპირისპირო სქესისთვის მაგნიტივით მიმზიდველია, მორიელი მამაკაცის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ერთგულება შეუძლია.. ხშირად კუბოს კარამდეც. მთავარია მან თქვენთან იპოვნოს ის უმთავრესი ძაფი ურთიერთობისას, რომლის გარეშეც მისთვის ზოგადად ურთიერთობა წარმოუდგენელია. ეს ძაფი, პარტნიორთან ძლიერი ემოციური კავშირია. ნუ შეგეშინდებათ მისი აგრესიული გამოხტომების, იგი ვერ გაძლებს პერიოდულად მსუბუქად თუ არ „გიკბინათ“, პატივი ეცით მის სურვილებს და მოსაზრებებს, მაგრამ ნურასოდეს დაემორჩილებით მონურად. მან უნდა იცოდეს რომ სულით და სხეულით მისი ხართ, მაგრამ ეს მორჩილება საკუთარი პიროვნების იგნორირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუ თქვენ ამაყი, მამაცი, სულით ძლიერი და ერთგული ქალი ხართ, მორიელთან ხანგრძლივ ბედნიერებას იპოვნით. მართალია პერიოდულად იგი შეიძლება აუტანლად სიტყვაძუნწი, პრინციპული და შეუვალი იყოს, მაგრამ თუ მის გულში ემოციური სიმების შერხევა შესძელით მერწმუნეთ თქვენი კავშირი ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს და გადაიტანს.

წყარო: astrologi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42