გაუჩინარებული Boeing 777-ის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა
ეს საინტერესოა - 16:15, 27 May, 2014     35111

რამდენიმე თვის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავის Boeing 777-200-ის შესახებ, ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ლაინერის გადაადგილების ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც აქამდე საჯარო არ იყო.

თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება მალაიზიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც თვითმფრინავის მგზავრების ნათესავები მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ არსებული მომაცემების გასაჯაროებას და მათ უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებდნენ.

ისინი თანამგზავრიდან მიღებულ ინფორმაციას ითხოვდნენ, რათა დამოუკიდებელი ანალიზი გაეკეთებინათ.

გაუჩინარებული თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები ინდოეთის ოკეანეში ამ მონაცემების მიხედვით მიმდინარეობდა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო France Press-ში გამოქვეყნდა. 47-გვერდიანი მოხსენება მალაიზიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ბრიტანულ კომპანიასთან ერთად შეადგინა.

Boeing 777-200, რომელიც მალაიზიიდან რეისს კუალა -ლუმპურა - პეკინს ასრულებდა, 7 მარტს, აფრენიდან ერთი საათის შემდეგ, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავში 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 40 ხომალდი, 23 თვითმფრინავი და 11 ქვეყნის სამაშველო სამსახური, ასევე ამერიკის დაზვერვის სამსახური, თუმცა დღემდე ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.



წყარო: geonews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42