5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ტელეფონი ისმინება!
ეს საინტერესოა - 15:24, 27 May, 2014     34248
1. ბატარეის მაღალი ტემპერატურა
თუ თქვენი ტელეფონის აკუმულატორი ცხელდება – ეს იმას ნიშნავს, რომ ის აქტიურად იტვირთება. ეს ნორმალურია საუბრის დროს, მაგრამ თუ აპარატი იმ შემთხვევაშიც ცხელდება, თუ მისით რამდენიმე საათია არ გისარგებლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მის შიგნით რაღაც ისე არ ხდება, ანუ მოქმედებს ჯაშუშური პროგრამა.

2. ტელეფონი ძალიან მალე ჯდება
თუ ტელეფონი ძალიან მალე ჯდება, მაშინაც კი, თუ აქტიურად არ მოიხმარდით, ესე იგი, მასში რაღაც "სახიფათო" პროგრამა მოქმედებს. თუმცა ეს არ ეხება ძველ ტელეფონებს, რადგან დროთა განმავლობაში აკუმულატორი "ცვდება" და მისი სამუშაო რეჟიმი ქვეითდება – ეს ნორმალურია. დასაფიქრებელი მხოლოდ მაშინ არის, თუ ტელეფონი ახალია და სულ ცოტა ხნის წინ ნორმალურად მუშაობდა.

3. რთულად ითიშება
ყურადღება მიაქციეთ, ადვილად ითიშება თუ არა თქვენი ტელეფონი. თუ ამ პროცესს საეჭვოდ დიდი დრო სჭირდება და თან ნათურა გამორთულზე კიდევ დიდხანს ციმციმებს, ესე იგი, ტელეფონს რაღაც სჭირს. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ტელეფონის ტექნიკური პრობლემაც იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აქაც მოსმენის საშიშროება იყოს.

4. ტელეფონის საერთო უცნაური მდგომარეობა
თუ ტელეფონი თავისით ითიშება, იტვირთება, აყენებს ფონებს და პროგრამებს, სავარაუდოდ, ის ვიღაცის კონტროლის ქვეშ იმყოფება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული ოპერაციული სისტემის დარღვევები, მაგრამ ყურადღების მოდუნება ამ დროსაც არ ღირს.

5. საუბრის დროს გაჩენილი ხარვეზები
ხარვეზები შეიძლება იყოს 2 სახის: ისინი, რომელსაც თქვენ ამჩნევთ საუბრის დროს და ისინი, რომლებსაც ისმენთ, მაგალითად ტელეფონში მაშინ, როცა აუდიოსისტემებთან ახლოს იმყოფებით.
პირველ შემთხვევაში საეჭვოა ექო და სხვა ხმაური (ხრიალი და სხვა...), რომელიც თან ახლავს თქვენს საუბარს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ აბონენტთან. ხანდახან ხარვეზის მიზეზი ცუდი დაჭერაა ან კიდევ სხვა პრობლემა, მაგრამ თუ ხმაური გამუდმებით გესმით, ეს უკვე შეშფოთების მიზეზია.

წყარო: marao.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42