ნიკა ჩემია განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 10:15, 27 May, 2014     1545

უვადო პატიმრობაში მყოფი ნიკა ჩემია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პროკურატურა ლომინაძის საქმის მოწმეებზე მომხდარ ზეწოლას, მის მიმართ განხორციელებულ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას შეგნებულად არ იძიებს.

"ამა წლის 23 მაისს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებდნენ ჩვენი დამცველების (მ. ჯანგირაშვილის და გ.ნიკოლაიშვილის) მოწყობილ ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც გამოქვეყნებული იყო იმ ე.წ. მოწმედ ქცეული ბრალდებულების განცხადებები, რომ მათი ჩვენებები ჩვენ საქმეზე იძულებით იქნა მიცემული და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვდნენ გამოძიების დაწყებას (გია პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი), პროკურატურამ გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმე სასამართლოშია და სასამართლს გადასაწყვეტია ყველაფერიო. ეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს აბსურდს და დემაგოგიას. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებული პროცესი მიმდინარეობს ახლად აღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ადგილის გაყალბებას და არა ე.წ. მოწმეების იძულებით მიცემულ ჩვენებებს, რომელთა ჩვენებების ამჟამად შეცვლა–არ შეცვლას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თვით იმ ცრუ ჩვენებების თანახმადაც, ჩვენი ბრალეულობა განაჩენითაც დღესაც დაუსაბუთებელია, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ პროკურატურა შეგნებულად არ იწყებს გამოძიებებს, როგორც ზემოთ აღნიშნული ე.წ. მოწმეთა მოთხოვნის საფუძველზე, რომ მათ მიმართ ძალადობა იქნა გამოყენებული, ასევე არ იძიებს, ჩემს მიმართ წამების და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით", - აცხადებს ჩემია.

მისივე განცხადებით, 2013 წლის 18 დეკემბერს აღიძრა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებას მოწმის სახით არ დაუკითხავს.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია აღნიშნულ საქმეზე ჩვენი უდანაშაულობების დამამტკიცებელი აშშ-დან მიღებული დ.ნ.მ.–ის და თითის ანაბეჭდების დამალვის ფაქტი, რომელთაც 2006 წლის მარტიდან 2013 წლის თებერვლამდე მალავდნენ პროკურატურაში. ფაქტის შესახებ მთავარმა პროკურატურამ (მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი) დაიწყო გამოძიება 2013 წლის თებერვალში, მაგრამ პროკურატურაში ი.შოთაძის, ფარულავას და მათი მსგავსი ნაციონალური რეჟიმის ხელქვეითი პროკურორების მოსვლის შემდგომ, შეჩერდა. მაინცდამაინც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უნდა ვიყოთ, საპარლამენტო კომისიის შექმნა რომ მოვითხოვოთ, რათა პროკურატურამ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჩაატაროს და დაასაბუთოს ბრალდების სიყალბე და განაჩენის უკანონობა?" - განაცხადა ნიკა ჩემიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42