უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი წერილს ავრცელებს, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც ცნობილია, იანუკოვიჩი უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შედეგებსა და ხალხის არჩევანს პატივს სცემს:
“უკრაინაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, იმის მიუხედავად, რომელ რეგიონში მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა, როგორი არჩევანი გააკეთეს, ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს გაკეთდა და მე მას პატივს ვცემ. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ არჩევნების და თავად პრეზიდენტის ლეგიტიმურობისთვის, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მონაწილეობა. ამ რეგიონების ბევრი ამომრჩეველი შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო არალეგიტიმური “ხელისუფლების” ქმედებებით, რომელიც სამხედრო გადატრილების შედეგად მოვიდა”, - აღნიშნულია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






