მიშა თავხელიძე: ივანიშვილი სენატორების მიმართვას საგულდაგულოდ მალავდა?
პოზიცია - 14:47, 12 Dec, 2012     2267
იქნება ეს ნატოსთან მიმართულებით ჩვენი მოძრაობა თუ ზოგადად, ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები.“- აცხადებს სააგენტო ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი მიშა თავხელიძე და მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიით კი არა, არადემოკრატიულობით დასავლეთი უკვე გააოცა.



_ ბატონო მიშა, foreign policy- ში გამოქვეყნებული სტატია მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს მის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, როგორ ფიქრობთ, რაშია საქმეს?

 


_ პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ ეს წერილი გაიგზავნა 7 დეკემბერს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ 7-ში არა, 8-ში მაინც მიიღებდა პრემიერ-მინისტრი მას.ის, რომ ამ წერილის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და ამას დასჭირდა foreign policy-ის სტატია იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგო, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ღრმად არ ესიამოვნა ამ წერილის წაკითხვა და უბრალოდ, გადაწყვიტეს, საერთოდ არ ეთქვათ არაფერი. ვითომ ეს წერილი საერთოდ არ არსებობს. წერილის სკანირებული ვარიანტი დევს თავად ჟურნალში და იქ მითითებულია თარიღიც, როცა ბიძინა ივანიშვილს ეს მიმართვა გაეგზავნა.
იმ წერილში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ მაინც სწორ სიტყვებს ლაპარაკობს,საქართველოში რასებული რეალობა მეტყველებს სულ სხვა რამეს და კერძოდ იმას, რომ მისი მთავრობა უმეტესწილად დაკავებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებით. მე დავაზუსტებდი, ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორება. ამითაა დაკავებული მისი მთავრობა და ძალოვანი აპარატი. სენატორებმა მიწერეს პრემიერს- კი,ჩვენ ყველაფერი გვესმის, რასაც თქვენ ამბობთო, მაგრამ შტერები არ ვართო და რაც ხდება, ისიც ვიცითო.განსაკუთრებით აღნიშნეს ამ წერილში მაია ფანჯიკიძის აბსოლუტურად სულელური გამონათქვამი, რომ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრები არიან კრიმინალები.ეს პირდაპირ წერია მათ წერილში. წარმომიდგენია, რა გაკვირვება გამოიწვია ასეთმა სულელურამ და უდიერმა განცხადებამ ამერიკის სენატში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხუთი სენატორი, ვინც ამ წერილს წერს და აღნიშნავს ამ საკითხებს, არიან საქართველოს თავდადებული მეგობრები, რომლებიც მუდმივად ლობირებდნენ საქართველოს ინტერესებს ვაშიგტონში. იქნება ეს ნატოსთან მიმართულებით ჩვენი მოძრაობა თუ ზოგადად, ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები.


_ დღეს გაიჟღერა კიდეც, რომ ეს სენატორები მიხეილ სააკაშვილს უჭერდნენ მხარს და არა საქართველოსო...რამდენად რაციონალურია ეს მიდგომა ასეთი საკითხის მიმართ?


_ რას ნიშნავს ,,მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სენატორები“?ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს ამერიკულ პოლიტიკაზე.ეს შეიძლება 5-6 წლის ბავშვა თქვას.ვისაც წარმოუდგენია, იცის, ან ზოგადად ესმის, ვაშინგტონში პოლიტიკა როგორ კეთდება, რა არის შეერთებული შტატების კონგრესი, ვინ არიან სენატორები,რას აკეთებენ და რა მოტივები ამოძრავებთ, თავში არ მოუვათ აზრად, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერები არიან. თანაც საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელიც ათი ათასი კილომეტრის იქითაა მათგან და ოკეანე ჰყოფს მათგან.
_ ივანიშვილის თავდაჯერებული ტონი და დეკლარირებული პოლიტიკური განცხადებები საგარეო კურსის მიმართულებით თქვენთვის რამდენად სარწმუნოა?
_ მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილის არც ახლო მეგობარი და არც პირადი ექიმი და ამიტომ არ ვიცი, რითია განპირობებული ასეთი თავდაჯერებულობა მისი მხრიდან. ისიც არ ვიცი, მას რანაირად ესმის საქართველოს ინტერესები. ასეთი მძაფრი კრიტიკის დამსახურება, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ამ ორი თვის მანძილზე, მართლაც საოცარია.


მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ამ სენატორების წერილს, რომელიც, ჩემი აზრით, უპრეცენდენტოა იმის გათვალისწინებით, თუ რა ენითაა დაწერილი.უამრავი სტატია დაიწერა წამყვან გაზეთებში, ამას დამსახურება უნდა ნამდვილად.ეს ადვილი არაა. მე, პირადად, არ მახსოვს, რომელიმე ქვეყნის ლიდერს ამდენად დიდი კრიტიკა დაემსახურებინოს ასეთ მოკლე პერიოდში.მაგალითად, იანუკოვიჩნს დასჭირდა ორი წელი, ივანიშვილმა კი მოახერხა 2 თვეში.
ეს იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილის შესაძლებლობა- დაანახოს დასავლეთს, რომ ის არ არის დემოკრატი, არის ფენომენალური. არადა, ის ამბობდა, რომ დასავლეთს დემოკრატიით გააოცებდა. დავინახეთ, როგორც გააოცა. ერთი ესაა, რომ დასავლეთთან გააფუჭა უკვე ურთიერთობა, მეორეც-ნატოში ინტეგრაცია შენელდა, თუ საერთოდ არ შეჩერებულა.ის აკეთებს აბსოლუტურად გაუგებარ სვლებს. ვგულისხმობ გენერალური შტაბის უფროსის, კალანდაძის დაკავებასაც ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის წინ, რომელიც იქნებოდა ბოლო ნაბიჯი საქართველოსთვის მაპის მინიჭების გზაზე.მეორეს მხრივ, ასევე გაუგებარია რუსეთთან დაახლოების მცდელობა, რომელიც ახლაც გრძელდება და რომელიც აბსოლუტურად არ არის საქართველოს ინტერესებში.რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აკეთებს რუსეთთან ურთიერთობაში, არის ის, რასაც კრემლი ცდილობდა 2008 წლის შემდეგ. ეს არ გამოსდიოდა კრემლს სააკაშვილის მთავრობის დროს, სამაგიეროდ, ივანიშვილის მთავრობის დროს იქნება ყველაფერი კარგად.კრემლი ცდილობს იმას, რომ საქართველომ აღარ ილაპარაკოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხედრო ბაზებზე, რაკეტებზე, ტაქტიკურ ბალისტიკურ იარაღზე, სამაგიეროდ ისაუბროს იმაზე, როგორ გაებმება ჩვენი ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები, ანუ რობერტ სტურუა ადვილად ჩამოვა საქართველოში,თუ არც ისე ადვილად.ეს თუ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას, როგორც საქართველოს ინტერესები, არ ვიცი.


_ ამერიკის ადმინისტრაციიდან თითქმის ყოველ მეორე დრეს გზავნიან წარმოამადგენლებს, ეს თქვენთვის იმის მანიშნებელი ხომ არაა, რომ პირადი საუბრები გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე ეს მედიისთვისაა ხელმისაწვდომი?
_ შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ წერილის sუგულვებელყოფა სურდა ივანიშვილის მთავრობას მისი და ფანჯიკიძის თამადობით. ამიტომ სავსებით მოსალოდნელია, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, რამდენად უკმაყოფილო არის დასავლეთი დემოკრატიის იმ ხარისხით, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა ამ ძალიან მოკლე პერიოდში.ნამდვილი დემოკრატიის არანაირი ნიშანი არ შეინიშნება ახლა ქართულ რეალობაში.

ჟანა ასანიძე
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42