კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად, წერილობით მიმართა.
„კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა დეზინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდეს წინასწარდაგეგმილ ორგანიზებულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში პანიკის დათესვასა და კომპანიის მიმართ ნდობის შემცირებას, რაც ხელს უშლის დედაქალაქის მთავარ წყალმომმარაგებელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" არ გამორიცხავს, რომ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ემსახურება წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას. "იმისთვის, რომ აღნიშნულმა ფაქტმა არ მიიღოს სისტემატური ხასიათი და დამნაშავე პირებს არ გაუჩნდეთ დაუსჯელობის გრძნობა, მოგმართავთ თხოვნით - დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ჩადენილ ფაქტზე, სრულყოფილად იქნას გამოძიებული ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გამოვლენილი და დასჯილი იქნენ ბრალეული პირები", - ნათქვამია წერილში.
თბილისში სასმელი წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ ინფორმაცია 22 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით ვრცელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






