გიგი უგულავა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
სამართალი - 16:33, 23 May, 2014     1815

გიგი უგულავამ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადვოკატები შუამდგომლობით შევლენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

"ორი კვირით სამსახურში აღდგენა ჩემთვის თვითმიზანი არ არის. აქ არის პრინციპზე საუბარი. ის რაც არ გეკუთვნის, ის რაც უკანონოა, უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს, ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლო, რომელიც ამ უზნეობის ჩადენას სასამართლოს არ შეარჩენს.

საკონსტიტიუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისთვის. 15 ივნისიდან საქართველო ირჩევს ახალ მერებს და გამგებლებს. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც გამოიყენა ამ მთავრობამ, პროკურატურამ. დღეიდან მერების და გამგებლების არჩევას ექნება აზრი. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, შავი ხვრელი იყო დატოვებული და ნებისმიერ დროს, თუ მთავრობას არ მოეწონებოდა ხალხის არჩეული მერი, შეეძლო ასეთივე პარტიზანული მეთოდებით გადაეყენებინა და დროებით თანამდებობიდან მაინც ჩამოეცილებინა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42