"ევროპა - ეს ჩვენი ტრადიციული უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია, და ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ ეს მომავალშიც ასე იყოს, რათა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები საქმიანი თანამშრომლობისათვის, რათა ვაჭრობისა და ინვესტიციებისათვის ბარიერები მოიხსნას", - ციტირებს პუტინის სიტყვებს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სააგენტო ინტერფაქსი.
"ამისათვის მოვუწოდებთ ევროკავშირს, ევროპულ ქვეყნებს თანმიმდევრულად მოძრაობისაკენ ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე ახალი საბაზისო შეთანხმების დადებისკენ", - დასძინა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ევროპასა და აშშ-საც დაარტყამს.
"განა ცხადი არ არის, რომ ეკონომიკური სანქციები როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი თანამედროვე ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ბუმერანგის ეფექტს ფლობს და საბოლოოდ აისახება იმ ქვეყნების ბიზნესსა და ეკონომიკაზე, რომლებიც მათ ინიცირებენ", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
დასავლური კომპანიების მთელმა რიგმა, უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






