წონაში დაკლება შიმშილის გარეშე - ეს რეალობაა
ეს საინტერესოა - 15:49, 23 May, 2014     20715
1. მშიერ კუჭზე არასდროს დაიწყოთ საჭმლის მომზადება. შიმშილის შემოტევის დროს ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, თუნდაც საღეჭი რეზინი ჩაიდეთ პირში. ასე, მართალია, ცრუ, მაგრამ დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და სასუსნავზე ხელი არ წაგცდებათ.
2. კერძი იოდიზებული მარილით შეაზავეთ, საქმე ისაა, რომ იოდი ორგანიზმში ცხიმების წვის კატალიზატორია.

3. დილით, უზმოზე, სირჩა ზეითუნის ზეთი დალიეთ - ნივთიერებათა ცვლას გაგიუმჯობესებთ.

4. თუ ხორცეული გიყვართ, უმჯობესია, შემწვარი ან მოშუშული სოკოთი ჩაანაცვლოთ. სოკო ისეთივე ყუათიანია, როგორც ხორცი, მაგრამ გაცილებით ნაკლებკალორიული (100 გრამი სოკო 25 კკალორიას შეიცავს).

5. ეცადეთ, მეორე კერძი შედარებით ცხარე იყოს. ტკბილეულისადმი ლტოლვას ჩაახშობთ.

6. სადილის წინ ფინჯანი ბულიონი მიირთვით. ასე დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და ძირითად კერძს გაცილებით ნაკლებს შეჭამთ.

7. ძირითადი კერძის მირთმევამდე ასევე სასურველია, ორი ნატეხი შაქარი შეჭამოთ, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე აიწევს და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.

8. ეცადეთ, პურეულზე საერთოდ უარი თქვათ.

9. როგორც წესი, დასვენების დღეებში მადა ძლიერდება. ამიტომ უიკენდებზე ეცადეთ, საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთი ირბინოთ, რაც ტვინში სეროტონინის გამომუშავებას აძლიერებს. ეს ჰორმონი კმაყოფილების შეგრძნებას აჩენს და მადას თრგუნავს.

10. ტკბილეულის მოყვარულთათვის რეკომენდებულია, საყვარელი ნამცხვრები და შოკოლადი ტკბილი ხილითა და ხაჭოთი ჩაანაცვლონ.

11. საკვები ყოველ სამ საათში მცირე ულუფობით უნდა მიიღოთ. ამის წყალობით, ნივთიერებათა ცვლას საჭირო დონეზე შეინარჩუნებთ და ორგანიზმს კალორიების მომარაგება არ დასჭირდება.

12. მხოლოდ სალათებით ნუ შემოიფარგლებით. მათთან ერთად მიირთვით ცოტა მჭლე, მოხარშული ხორცი. ასე გაცილებით უკეთ დანაყრდებით.

13. ორგანიზმი ც ვიტამინით რეგულარულად მოამარაგეთ, რაც ხელს უწყობს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. ყველაზე დიდი რაოდენობით სეროტონინს ქამა სოკო და რძის პროდუქტები შეიცავს.

14. დაივიწყეთ, რომ თქვენს სახლში ლიფტი არსებობს. კიბეებზე ფეხით ადით. ასე 10 წუთის განმავლობაში 83 კალორიას დაწვავთ, ეს იმაზე მეტია, რაც ველოსიპედით სიარულის დროს იხარჯება 5 წუთის განმავლობაში - 75 კალორია).

15. გამოიყენეთ ნაკლებკალორიული პროდუქტები, მაგრამ ისეთები, რომლებიც ანაყრებს. მაგალითად, ვაშლი, ყურძენი, მოხარშული კარტოფილი, მაკარონი.
წყარო: etanews.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42