საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად ემზადება. ევროკომისარმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ბრიუსელში პრემიერ ღაირბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ,,ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურად დაახლოებას ვთავაზობთ“.
რა სახის დაახლოებაზეა საუაბრი, რატომ არ აქვთ წაკითხული საქართველოში 1000 გვერდიანი ხელშეკრულების ტექსტი და უნდა ველოდოთ თუ არა ხელშეკრულების ხელმოწერის მზადების ფონზე რუსეთიდან რაიმე საფრთხეს. ამ და სხვა თემებზე ,,ნიუპოსტი“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გურამ ჩახვაძეს ესაუბრა.
ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, საუბარი მიდის ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ვინ მოაწერს ხელს და ა.შ., თუმცა ჩახვაძე დასძენს, რომ კონსტიტუციის თანახმად, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტზე ხელმოწერა პრეზიდენტის პრეროგატივაა.
ედპ-ს ლიდერი ამ ფონზე რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ,,ის, რაც ჩვენმა შს მინისტრმა ჭიკაიძემ ბრძანა, რომ რუსეთისგან საფრთხეს არ ველოდებით, ეს ასე არ არის, იქიდან საფრთხეს ყოველ წუთს უნდა ველოდოთ“...
_სულ ახლახანს მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ანუ საქართველოსთვის ძალაშია 49-ე მუხლი, რომელიც ადრე დახურული იყო ჩვენნაირი ქვეყნებისთვის და ეს მუხლი ამბობს შემდეგს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს განცხადება და მოითხოვოს ევროკავშირის წევრობა. ეს სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც არსებობდა და ჩაკეტილი ჰქონდა ევროკავშირს, მოიხსნა და სხვათაშორის ეს დააჩქარა უკრაინის მოველენებმა. შეიძლება ევროკავშირი ჩვენ დღეს ვერ მიგვიწვევს ევროკავშირში, მაგრამ ეს სურვილი უნდა გამოვხატოთ. ამას სჭირდება დრო. ის, რასაც ჩვენ გვთავაზობს ევროკავშირი და რასაც ჰქვია ასოცირების ხელშეკრულება, არის წინგადადგმული ნაბიჯი. აქ ძირითადად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეკონომიკაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის გაიხსნება ბაზარი, პირველ ეტაპზე ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის და შემდეგ ეს განვითარებას ჰპოვებს იმისდა მიხედვით, თუ ჩვენ როგორ განვვითარდებით და როგორ მოვალთ შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, და ცხადია ეს გულისხმობს, ინტეგრირებას, ჩართულობას ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში და ჩვენ ვხდებით ამ ეკონომიკური ცხოვრების სრულუფლებიანი წევრი, რომელიც თავის ასახვას ჰპოვებს თითოეული მოქალალქის მდგომარეობაზე - ეს ეხება დასაქმებას, სწავლის რეჟიმს, ამ შემთხვევაში უვიზო რეჟმზე როცაა საუბარი, ახალგაზრდებს შეეძლებათ დაბრკოლების გარშე ჩავიდნენ და ისწავლონ; ჩვენს ფირმებს შეეძლებათ ასევე ჩავიდნენ და იქ იმუშაონ ევროპულ ბაზარზე... ასე, რომ ეს არის ფართო სპექტრი ურთიერთობებისა, რომელიც კარგად უნდა გამოვიყენოთ.
_რამდენად მზად ვართ ამისთვის, ჩვენ ვიცით, რომ ევროპას აქვს თავისი რეგულაციები, სტანდარტები და რამდენად ვაკმაყოფილებთ ამ სტანდარტებს?
_ამაზე მუშაობა, ცხადია, მიდიოდა და საუბარი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთის პარტნიორობას და გაჩნდა მოლოდინი, რომ ჩვენ ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულებაზე წავიდოდით. ეს დაახლოებით 4-5 წლის წინ მოხდა და აღნიშნული პროცესიც იქიდან მოდის. მაშინ დაისახა სტრატეგიები, იგივე სოფლის მეურნეობასთან მიმართბაშიც, მაგრამ არის ბევრი სამუშაო და დროც იმისათვის, რომ ევროკავშირის სტანდარტებში ჩავჯდეთ.
აქ არის ერთი რამ მთავარი - ეს სტანდარტები არ არის თვითმიზანი, ეს სტანდარტები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და ეს კარგია ჩვენი მეწარმეებისთვის. არსებობს ფიტოსანიტარია, კვების უსაფრთხოება, ვეტერინარული მდგომარეობა, რომელიც პრობლემებთან არის დაკავშირებული... აი, ამის მოგვარებას გულისხმობს. ერთი ის, რომ ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ და ჩვენი მოქალაქეები დაცული იქნებიან კვების პროდუქტებთან მიმართებაში, მათ შორის იმპორტირებულ პროდუქტებსაც ეხება, რომელიც ასევე უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომელსაც ბრიუსელში ითხოვენ ჩვენგან და რომელსაც ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ... აქ მოხდება გაფილტვრა და ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ იმპორტირებული საქონელი იქნება დაცული და რომ პრობელმა არ ექნება ქართველ მომხამრებელს. აქვე არის მეორე, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ - არ არსებობს ზოგადი სტრატეგია ქვეყანაში, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებას.
_რას გულისხმობთ?
ჩემი აზრით, დღეს მიდის მსჯელობა მეორეხარისხოვან საკითხებზე, ვინ უნდა მოაწეროს ხელი, სუფრაზე ვინ იყო, ვინ არი იყო, ვინ ჩამოართვა ხელი, ვინ გაიღიმა და ა.შ. ხშირად გამოდიან ადამიანები, რომელთაც, სამწუხაროდ, არ აქვთ წაკითხული ეს სქელტანიანი 1000 გვერდიანი ხელშეკრულება... ეს უნდა დაჯდე და წაიკითხო, მადლობა ღმერთს, ქართულ ენაზეც არის... ბევრმა არ იცის, და მიდის მერე ზერელე საუბრები, რომ ეს არის ცუდი, და რომ შეგვჭამს ევროპა... საუაბარი მიდის იმაზე, რომ თურმე ნიორის ექსპორტი არის შეზღუდული... ნიორის ექსპორტი კი არ არის შეზღუდულლი, რაოდენობრივზეა საუბარი, 220 ტონაა და ეს 220 ტონა არ ხვდება უბაჟო სისტემაში, შემდეგ უნდა გადაიხედოს და შენ უნდა დაუმტკიცო, ქართულმა მხარემ, თუკი გინდა გაზარდო ექსპორტის რაოდენობა, არგუმენტირებული უნდა იყო, რომ შენ გინდა გაზარდო ექსპორტი, რომელიც ვნებას არ მიაყენებს ევროპულ მხარეს და იქითა მხრიდანაც არის ამის ნება, რომ გაიღოს კარი და კვოტა გაიზაროდს...
_ქართველი ექსპერტებიც ვარაუდობენ და გამოთქვმენ შიშს, რომ ევროპიდან შემოსული საქონელი შესძლოა იყოს უფრო მეტი, იაფიც და ამით პრობლემები შეექმნებათ ადგილობრივ მეწარმეებს, თუ არის შესაძლებელი რაიმე ტიპის რეგულაციების დაწესება?
_ჩვენ რეგულაციებს ვერ დავაწესებთ, ეს გადასახადები უნდა მოიხსნას როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მხრიდან. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ბაზარი არ არის იმხელა, რომ არიქა მთელი ევროპა დაირაზმოს და შემოვიდეს საქართველოში, ეს ბაზარი მსყიდველობითი უნარიანობითაც დაბალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ არის ჩვენთვის გამოწვევა, რომ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ სოფლის მეურნეობას, რომ იმას, რასაც აკეთებს ევროკავშირი თავისი სოფლის მეურნეობისთვის, როცა ეხმარება ფერმერს საბიუჯეტო დახმარებებით, სუბსიდიებით, გრძელვადიანი კრედიტებით, მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც პროდუქციის ღირებულებას არ ზრდის, აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, დრო არის ამისათვის... ევროკავშირის მიზანი არის დაეხმაროს საქართველოს და საქართველო არ გახდეს ევროკავშირის სანედლეულო დანამატი. ჩვენ არ ვართ ნავთობის ქვეყანა და ისეთი ძლიერი, რომ ეს ინეტერსები ჰქონდეს. თქვენ ვერ ნახავთ ევროკავშირის ვერცერთ ქვეყანას, ან ასოცირებაში მყოფს, იგივე თურქეთი აიღეთ, რომელმაც ვერ მიიღო სიკეთე ამ ასოცირებით, ან წევრობით. მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა და ამ შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა მნიშვნელოვანი და კომპეტენტურია, და ამ დასკვნაში ჩანს, რომ ასოცირების ხელშეკრულება რამდენიმე ათეული პროცენტით ზრიდის საფეიქრო მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებას, მრეწველობას, ტურიზმს, ეს ასოცირების ხელშეკრულება დამატებით კიდევ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ყველაფერი მიბმულია დასაქმებასთან, ახალი ბიზნესების გაჩენასთან და კონკურენტუნარიან ეკონომიკასთან. ჩვენ დაახლოებთ 129-ე ადგილზე ვართ ინოვაციის და კონკურენტუნარიანობის თავლსაზრისით. არ არის ეს მისაღები და ჩვენ არამარტო პრიდუქცია უნდა გამოვუშვათ, ეს უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ჩვენ გჭირდება მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკა, ეს არის ჩვენი მამართულება და აქეთკენ უნდა ვიართო. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დღეს უკვე სტრატეგია, როგორ ვხვდებით ჩვენ ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებას, რაზე იფიქროს ბიზნესმა, რითი ეხმარება სახელწმიფო ბიზნესს, რომ მან კონკურენცია გაუწიოს ევრპულ ბაზარზე შესულ პროდუქტს. კონკურენცია ცუდი არ არის, მართალია რთულია, მაგრამ არის შედეგის მომტანი.
_ინვესტიციების კუთხით, რა შეიძლება ჩვენ ევროპელ პარტნიორებს შევთავაზოთ?
_იგივე ენერგეტიკული კუთხით, ტურიზმი. არამარტო ევროკავშირზეა აქ საუაბრი, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, განვითარებული არიან, აქვთ ფული, მაგრამ არ აქვთ ასოცირების ხელშეკრულება. მათ შეუძლიათ საქართველოში შემოიტანონ ბიზნესი, აქ შექმნან და ,,დამზადებულია საქართველოში“ თუ ,,ნაწარმოებია საქართველოში“ ამ გზით გავიდეს ევროპის ბაზარზე. აქ არის ერთი დათქმა და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან წარმოებული პროდუქცია რაც იქნება, ნედლეულიც კი ადგილობრივი უნდა იყოს, ანუ ეს არის სტიმული. ეს პროცესი აქ უნდა დაიწყოს და დამთავრდეს. მაგალითად, თურქეთი, რომელსაც ასოცირება აქვს და კარგა ხანია წევრობას ელოდება, იქიდან ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნედლეული, რომელიც არ გვაქვს, ეს დათქმაც არის. ასევე არის პერსპქტივა იმისა, რომ ჩვენ გავიდეთ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში და იქიდანაც შემოვიტანოთ ნედლეულის სახით და აქ დავამზადოთ და ისევ დავუბრუნოთ ევროკავშირს. არის ბევრი ასეთი მნიშნელოვანი სკითხები და ევროკავშრის ინვესტორები ჩვენ უნდა დავაინტერესოთ. პირველი არის ის, რომ ბიზნესის კეთები მხრივ საქართველოს ნორმალური მდგომარეობა აქვს, მეორე დადებითი მხარე არის, რომ ბიზნესი, რომელიც გასულ წელს მოლოდინის რეჟიმში იყო, ეს საფრთხე უკვე მოეხსნა და ამას კველები ადასტურებს, მომხმარებელს იმედი დაუბრუნდა და ეს უკვე ბიზნესისთვის კარგია და შემდეგი გზა არის უკვე რამდენად დემოკრატიული და პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანა ვიქნებით. და კიდევ ერთი - ნატო - ეს არის უსაფრთხოების გარანტი და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ნატოსთან დაახლოება. ინვესტორი დებს ფულს უსაფრთხო ქვეყანაში და როცა არის საშიშორება, რომ ხვალ და ზეგ აქ შეიძლება რუსეთი შემოვიდეს, ის რაც უკრაინაში ხდება, მაშინ უკვე ფრთხილობს ინვესტორი და არ დებს ფულს.
_უკრაინის მოვლენების ფონზე ხშირად გვესმის, რომ რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციული ქმედებები განახორიცელოს მითუმეტეს ამ ასოცირების ხელშეკრულების მზადების პროცესში, პუტინმა ბაროზოს პირადად შეპირდა, რომ ხელს არ შეუშლიდა ამ პროცესებს, რამდენად შეიძლება ეს პირობა შეასრულოს პუტინმა?
_რუსეთს მტერი ენდო... ჩვენ ვიცით პუტინის დაპირება, ის დაპირდა მთელ მსოფლიოს, რომ ჯარები გაყავს უკრაინის საზღვრისპირა რაიონებიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ადგილი აქვს სამხედრო ინტერვენციას. ამიტომ პუტინის სიტყვას ფასი და წონა არ აქვს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ბაროზოს და ევროკავშირის განცხადება, ამით ევროკავშირი პასუხისმგებლობას იღებს, მეორე ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქათველო არის მნიშვნელოვანი თემა, იმდენად, რომ პუტინთან საუბარში, თუნდაც ამ პერიოდში, როცა ბევრი სხვა საკითხებია, საქართველოს საკითხი ფიგურირებს და ეს რუსეთვისაც არის სიგნალი, რომ ევროკავშირი არ დატოვებს საქართველოს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ დაიცვას ჩვენი ინტერესები. თუმცა მაინც ფრთხიალდ უნდა ვიყოთ, ის რაც ჩვენმა შს მინისტრმა ჭიკაიძემ ბრძანა, რომ რუსეთისგან საფრთხეს არ ველოდებით, ეს ასე არ არის - იქიდან საფრთხეს ყოველ წუთს უნდა ველოდოთ, ამის რეციდივები არსებობს და შეუძლია ეს გააკეთოს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ 27-მდე მივიდეთ.
მასალის გამოყენების პირობები






