გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები მთავარ პროკურატურას მიმართავენ
სამართალი - 14:36, 23 May, 2014     1926

გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები მთავარ პროკურატურას მიმართავენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მალხაზ ჯანგირაშვილმა და გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს, 2013 წლის 2 ნოემბერს, გიორგი გვიჩიანის ძმას, ლევან გვიჩიანს "ფეისბუქის" მეშვეობით გიორგი დევდარიანის სახელით დარეგისტრირებული პირი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ იგი რეალურად ნოდარ გვიჩიანია:

"ლევან გვიჩიანს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მეშვეობით გიორგი დევდარიანის სახელით დარეგისტრირებული პირი დაუკავშირდა, რომელმაც მას განუცხადა, რომ იგი რეალურად ნოდარ გვიჩიანია და აიძულეს გიორგი გვიჩიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პირები, რომლებმაც მას ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს, მის ლიკვიდაციას გეგმავენ.

აღნიშულ სატელეფონო საუბარში ნოდარ გვიჩიანი აცხადებს, რომ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მის მიერ მიცემული ჩვენებები არ შეესაბამება სიმართლეს და მის მიმართ ზეწულას უშუალოდ ახორციელებდა სოდ-ის უფროსი ერეკლე კოდუა, მისი მოადგილე გოგიბერიძე, ამ მოვლენებში უშუალო მონაწილეობას ღებულობდა ვანო მერაბიშვილიც. როგორც ნოდარ გვიჩიანი ამბობდა, ზეწოლა გამოიხატა იმაში რომ დააპატიმრეს მისი მეუღლე, რომლესაც ჩაუდეს ნარკოტიკი, ასევე დაკავებულია მისი სიმამრი. აქედან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა მიეცა ცრუ ჩვენებები გიორგი გვიჩიანი წინააღმდეგ.

პარალელურად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის განხილვა, სასამართლოს წინაშე მოვითხოვეთ სხდომის დახურვა იქიდან გამომდინარე, რომ ნოდარ გვიჩიანმა საუბრებში განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სხდომის დახურვის შემდეგ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა ნოდარ გვიჩიანის დისტანციური დაკითხვის თაობაზე. თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. უარის თქმის მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თითქოს ჩვენთვის არ იყო ცნობილი ეს ადამიანი რეალურად იყო თუ არა ნოდარ გვიჩიანი.

ვინაიდან სრულ გაურკვევლობაში ვიმყოფებით, თვეები გადის და წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მთავარ პროკურატურაში, პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ცალსახად დაინტერესებულია მოცემულ საქმეზე უკანონო განაჩენის შენარჩუნებით. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, რომ შეუძლებელია რაიმე ინფორმაცია მივიღოთ ნოდარ გვიჩიანის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იძულებული ვართ გავაკეთოთ ეს განცხადება და მთელი პასუხისმგებლობა ნოდარ გვიჩიანის სიცოცხლეზე დავაკისროთ მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს. ასევე მთავარი პროკურატურისგან მოვითხოვთ, მიიღონ სასწრაფო ზომები, გაეცნონ საქმის მასალებს და ამავე დროს უზრუნველყონ ნოდარ გვიჩიანის სიცოცხლის უსაფრთხოება", - განაცხადა მალხაზ ჯანგირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42