ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ თუკი ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაჩო ახალაია დარბაზიდან გათავისუფლდება.
"თუკი ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ბაჩო ახალაია დარბაზიდან გათავისუფლდება", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა. მისი განცხადებით, აღკმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარეების შუამდგომლობების დასაშვებლობასთან დაკავშირებით. ბრალდებისა და დაცვის მხარეები მტკიცებულებათა ნუსხიდან გარკვეული მტკიცებულებების ამოღებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






