"ჩვენი სანდო მონაცემების თანახმად, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში კიევის ხელისუფლების მხარეზე ათობით უცხოელი დაქირავებული სამხედრო, მათ შორის ამერიკელები, იღებენ მონაწილეობას", - განაცხადა გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა.
მისი თქმით, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაში გადამწყვეტი როლი, ისევე როგორც "არაბული გაზაფხულის" მოვლენებში, ითამაშეს "ექსტრემისტულმა ორგანიზაცაციებმა, რომლებსაც თავის შემადგენლობაში მომზადებული და კარგად აღჭურვილი სამხედრო დაჯგუფებები ჰყავთ".
უკრაინის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი პაშინსკიმ აპრილში განაცხადა: "პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არანაირი "მემარჯვენე სექტორი", და მითუმეტეს, ამერიკელი სპეცრაზმელები არც ხარკოვში, არც დონეცკსა და არც ლუგანსკში არ არიან".
მასალის გამოყენების პირობები






