უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაიწყო შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან
მსოფლიო - 13:53, 22 May, 2014     4065

უკრაინის სამხერთ-აღმოსავლეთში სიტუაცია დღეს დილიდნ მკვეთრად გაუარესდა, დაძაბულობამ პიკს მიაღწია ლუგანსკის ოლქში, რუსმა ტერორისტებმა ოლქში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადეს.

საინფორმაციო საფარველს ტერორისტებისთვის უზრუნველყოფს ,,რია ნოვოსტი“ და ,,ინტერფაქსი“. მოცემული განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ ამ სააგენტოების მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეგიონის ჩრდილოეთი კონტროლდება უკრაინის ნაციონალური გვარდიის მიერ და მიმდინარეობს გააფრთებული ბრძოლები რუს ტერორისტებსა და უკრაინის ძალისმიერ ქვედანაყოფებს შორის.

,,რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბრძოლები დაიწყო გვიან ღამით და გრძელდება ამ დრომდე. შეარაღებული შეტაკებები ხდება ქალაქებთან - რუბეჟნოე და ლიფიჩანსკი, ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს ,,ინტერფაქსი“ რუს ტერორისტებზე დაყრდნობით. ლიფიჩანსკი უცნობმა პირებმა ააფეთქეს ხიდი და მოგვიანებით დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლა, - ირწმუნება ,,ინტერფაქსი“.

,,ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილია დაღუპულებისა და დაზარალებულების შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანები ტოვებენ საკუთარ სახლებს და გარბიან სამხრეთისკენ“, - დასძენს ,,ინტერფაქსი“.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დასტურდება, რომ უკვე 4 საათია მიმდინარეობს ლუგანსკში ბრძოლები, დაჭრილია 4 ადამიანი, რომელიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანვე დაადასტურა, რომ აფეთქებულია ხიდი, ბრძოლები ამ წუთებშიც გრძელდება. ლიფიჩანსკში დილიდან ისმის განგაშის სიგნალის ხმა. ქალაქის საბჭო მიმართავს მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან პანიკას და დარჩნენ სახლებში. შს სამინისტრო ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას რუს ტერორისტებს აკისრებს. ამ წუთისთვის ბრძოლები მიმდინარეობს მეორე ხიდთან.

ყველაფერი დაიწყო 21 მაიის საღამოს, როდესაც რუსეთის მხრიდან იყო მცდელობა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან სპეცდანიშნულების ძალების მიერ საზღვრის გადაკვეთის. პირველი შეტრაკება მოხდა უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან.

მესაზღვრეებმა რუსეთის ტეროტორიიდან შემოსული სპეცდანიშნულების რაზმის სამი შეტევა მოიგერიეს და აიძულეს თავდამსხმელები, უკან დაეხიათ. მესაზღვრეებს შორის არიან დაჭრილები. ადეკვატური რეაგირებისთვის, დაძაბულობის ზონაში, უკრაინის ძალისმიერი სტრუქტურებისა და სასაზღვრო სამსახურების მხრიდან, მიმდინარეობს დამატებითი ძალების გადასროლა, იგეგმება ერთობლივი მოქმედება ტერორისტების გასანადგურებლად, - ამის შესახებ იტყობინება ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42