ყველაზე მძიმე ვითარება იყო სასამართლო სისტემაში. სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის გამო ქართველ ხალხს უსამართლობის შეგრძნება დასჩემდა. ამის გარდა, იყო ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობის პრობლემაც, სექტემბერში კი ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც პატიმრების წამებას ასახავდა. ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ამ და კიდევ ჯარისკაცების წამებასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. ეს გახდა იმის მიზეზი, რისთვისაც ჩვენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავაკავეთ. როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან დამნაშავეების წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ამიტომაც ჩვენი ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა პატიმართა რაოდენობით.
ამიტომ პირველი ნაბიჯი პარლამენტის მიერ ამნისტიის გამოცხადება იყო, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, შუალედური პოზიცია დავიკავოთ ამნისტიასა და საზოგადოების დაცულობას შორის. საზოგადოება ითხოვს სამართლიანობას და იმას, რომ სამართალი აღდგეს ახლა და არა მომავალში. ავიღოთ ცნობილი გირგვლიანის საქმე, რომლის მკვლელობის ფაქტის მიჩქმალვაში მონაწილეობა მიიღო როგორც შინაგან საქმეთა, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრმა და თავად სააკაშვილმაც. ეს საქმე ამ დრომდეც არ გამოძიებულა, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ხელახალი გამოძიების პროცესი. ჩვენ გვაქვს საკმაო სამხილები. ორი დღის წინ, როდესაც მე საქართველოდან მოვდიოდი, ჩვენთან შემოსული იყო 5600 საჩივარი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ", - განაცხადა წულუკიანმა.
,,სააკაშვილი 5 წლითაა არჩეული და ეს ვადა 2013 წლის იანვარში გადის, თუმცა მან მოხერხა კონსტიტუციის შეცვლა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრამდე გაეხანგრძლივებინა. მას უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. მისი გუნდის წევრებიც საკმაოდ გაბედულები არიან და იმასაც კი გვთხოვენ, რომ კონსტრუქციული კოჰაბიტაციის სანაცვლოდ შევწყვიტოთ გარკვეული საქმეების გამოძიება გირგვლიანის საქმის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ ვერ შევწყვეტთ სააკაშვილის პოლიტიკური მოტივების გამო იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც არ იქნა გამოძიებული. ჩვენ ორი პრიორიტეტი გვაქვს: პირველი – 9 წლის განმავლობაში არსებული შერჩეული სამართლის უარყოფითი შედეგების გამოსწორება და მეორე და ყველაზე მთავარი – ქვეყანა წავიყვანოთ ნატო-სა და ევროკავშირისკენ და ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოება შევქმნათ საქართველოში. სააკაშვილის რეფორმები ლამაზად იყო წარმოდგენილი, მაგრამ მისი შინაარსი ანტიდასავლულ და ანტიდემოკრატიულ ხასიათს ატარებდა", - აცხადებს წულუკიანი "ფრანს 24"ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






