ტელეარხ "დოჟდის" ეთერში გავიდა ცნობილი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის ინტერვიუ ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, რომლშიც ბელორუსიის ლიდერმა ძალიან თბილად მოიხსენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელტანაც, მისი თქმით, ის არ ცაფრინდა მხოლოდ იმიტომ, რომ "რუსეთში ამას ნერვულად აღიქვამდნენ". ამავდროულად, ლუკაშენკო მოხარული იქნებოდა სააკაშვილი მიეღო, თუ ის მინსკში ჩასვლას გადაწყვეტს.
"დასავლეთში ჩვენთვის არავინ ისე არ "იბრძოდა", როგორც სააკაშვილი, - თქვა ლუკაშენკომ, - ის აშშ-შიც ეუბნებოდა პრეზიდენტს, და ვიცე-პრეზიდენტს, რომლებთანაც ის "შენობით" იყო, რომ ბელორუსთან მიმართებაშიარასწორად იქცეოდნენ".
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ადამიანებთან ლაპარაკია საჭირო. მაგრამ ეს სრულებით არ უნდა გააკეთოს პუტინმა. "მათთან უნდა ისაუბროს უკრაინის ხელისუფლებამ და არა პუტინმა. ვინ მიიღებს იქ პუტინს? ეს მისთვის უცხო ქვეყანაა!" - ხაზი გაუსვა ბელორუსის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არაორაზროვნად ისაუბრა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. "ახალი მიწები გსურთ? ჯერ ის დაამუშავეთ, რომელიც გაქვთ", - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






