ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთში ინტერესების დასაცავად ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ ლუკაშენკომ კომენტარი ტელეკომპანია „დოჯძისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"მიხეილ სააკაშვილი ამერიკას შენობით ელაპარაკებოდა. აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდნენ ბელორუსთან მიმართებაში და რომ არ იყო საჭირო სანქციები. ამისთვის მისი მადლიერი ვარ. სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთში ეს არ მოეწონებოდათ.
ვეუბნებოდი – მიშა, საქართველოში ვერ ჩამოვალ, რადგან ზედმეტი პრობლემები არ მინდა. რუსეთის ხელმძღვანელობა ამას ნორმალურად ვერ აღიქვამს", - აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას
მასალის გამოყენების პირობები






