როგორ აღზარდოთ შვილი?
საზოგადოება - 17:48, 30 Sep, 2012     904
ცნობილია, რომ ფეხმძიმე ქალის მდგომარეობაზე დიდადაა დამოკიდებული მისი ჩანასახის ჯანმრთელობა. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მოერიდონ სტრესულ და ტრავმატულ გარემოს. რადგან დედის ნერვიულობას შეიძლება მოყვეს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვთან. თუმცა პრენატალური ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ძლიერი სტრესი და ტრავმა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც განაპირობებს. ერთ-ერთი კვლევაში აკვირდებოდნენ ბავშვს, რომლის დედასაც ორსულობის პერიოდში გარდაეცვალა ახლობელი ადამიანი და დიდი ხნის მანძილზე დეპრესიაში იყო. სკოლამდელ ასაკში ამ ბავშვს პერიოდულად აღენიშნებოდაგაურკვეველი წარმოშობის დეპრესიის სიმპტომები. სხვა შემთხვევაში ჩატარდა ლონგიტიდური გამოკვლევა, სადაც ყურადღების ცენტრში იყო მამაკაცი. მისი დედა ცდილობდა თვითნებური აბორტის გაკეთებას. ეს მამაკაცი იყო 30-ჯერ ნასამართლევი და ქონდა სადისტური ტენდენციები, რამდენიმეჯერ სცადა თავის დასახიჩრება და იყო აგრესიული.
ეს დაკვირვებები არაა კიდევ საკმარისი იმისთვის, რომ ვამტკიცოთ ცალსახად პრენატალური პერიოდის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან შესაძლოა ამ მამაკაცის დედას განწყობა - ,,შვილი – ზედმეტი ტვირთია” მთელი ცხოვრება შეუნარჩუნდა და ამანაც განაპირობა სხვადასხვა ქცევითი და ფსიქოლოგიური დარღვევები. დროთა განმავლობაში კვლევები უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს ამის შესახებ.
რეკომენდაციის სახით შემიძლია გითხრათ, რომ შვილზე ფიქრის დაწყება საჭიროა იქამდე, სანამ ის ჩაისახება. აუცილებელია სწორად გათვალოთ, თუ რა ახლავს თან ბავშვის დაბადებას ოჯახში, ამისთვის შეგიძლიათ გაიგოთ სხვების – უფრო გამოცდილი ადამიანების აზრები. ოღონდ არა ერთის, არამედ რამდენიმესი. შეგიძლიათ დააკვირდეთ მათ ოჯახებს, როგორ ცხოვრობდნენ ადრე და როგორ შეიცვალენ ბავშვის შემდეგ. ამ დაკვირვების მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის გაგება, თუ რა ფაქტორები ხდება წარმატებული ოჯახური ურთიერთობის წინაპირობა და რა განაპირობებს არაჯანსაღ კომუნიკაციას მშობელს და შვილს შორის.
ფეხმძიმობის პერიოდში მშობლები თავს უნდა ამზადებდნენ მომავალი მშობლის როლისთვის. ამისთვის არსებობს სპეციალური კურსებიც, მაგრამ ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო ამ კურსებზე სიარული არ შეუძლია ან არ სურს, შეუძლია წაიკითხოს ლიტერატურა, მეცნიერული სტატიები, ექიმების რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომავალი დედის ჩართულობა და ინფორმირებულობა, არამედ მამისაც, რადგან ხშირად ბავშვის დაბადება მშობლისთვის ბევრ მოულოდნელობასა და სირთულესთანაა დაკავშირებული. თუმცა შვილით მიღებული ბედნიერება შეუდარებელია და ისეთი სიძლიერისაა, რომ ამ შეფერხებებს ადვილად ატანინებს და ავიწყებს მშობელს.
ხშირად ილაპარაკეთ თქვენი მომავალი ბავშვის შესახებ, დაგეგმეთ მეუღლეებმა, თუ როგორ მოიქცევით ხოლმე, როცა მოშივდება, პამპერსი ექნება გამოსაცვლელი, სასეირნოდ იქნება გასაყვანი, როცა მოინდომებს მდუღარე ტაფაზე ხელის მიდებას, ან სკოლაში შექებას დაიმსახურებს, როგორ მიიღებთ მის პირველ შეყვარებულს და ა.შ. ნათლადწარმოიდგინეთ თქვენი ოჯახური ურთიერთობები რაც შეიძლება ბევრ სიტუაციაში. იფიქრეთ, თუ რა სახელს დაარქმევთ, იარეთ საბავშვო მაღაზიებში, უყიდეთ ხოლმე მინიატურული ქუდები და ფეხსაცმელები (მართალია იძახიან, წინასწარ რაღაცეების ყიდვა ცუდი ნიშანიაო, მაგრამ ყველას ხომ არ სჯერა).
დააკვირდით, როგორ რეაგირებს ხოლმე ემბრიონი როდესაც დედას უხარია, ან ნერვიულობს და ეშინია. ეცადეთ მოერიდოთ იმ სიტუაციებს, სადაც იცით, რომ საფრთხე გელით, ან სტრესული გარემოა. არ უყუროთ ახალ ამბებს ტელევიზორში. ამის ნაცვლად გადაერთეთ მხიარულ გადაცემებზე, რომ ყოველთვის კარგ გუნებაზე იყოთ. თუმცა გუნება-განწყობა არაა ისეთი მნიშვნელოვანი, რაზეც ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი. კერძოდ მშობლების მზაობაზე.
ძალიან ბევრი მომივიდა, მაგრამ მინდა სიყვარულის თემასაც შევეხო. ნუ ინერვიულებთ, თუ ბავშვის დაბადებამდე ვერ გრძნობთ დედა-შვილურ, ან მამა-შვილურ სიყვარულს. ეს გრძნობა თანდათანობით მოვა. მთავარია, რომ ის პატარა არსება, რომელიც თქვენს გენებს ატარებს და ბევრ რამეში დაგემსგავსებათ, სასურველია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42