შსს-ს გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი და შსს-ს აკადემია ჯეიმს მერდოკმა მოინახულა
სამართალი - 09:47, 22 May, 2014     957

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბრიტანელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა ქალაქ გორში შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა, სადაც არსებული პირობები, 2012 წლის შემდეგ ჩატარებული რეფორმების შედეგად, დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს მერდოკი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკადემიაში სამართალდამცველების მომზადების პროგრამებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. აკადემიის ხარისხის მართვის სამმართველოს წარმოადგენლებმა ჯეიმს მერდოკს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა გააცნეს, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ბრიტანელმა ექსპერტმა და აკადემიის წარმომადგენლებმა აკადემიის ბაზაზე დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარების პერსპექტივა განიხილეს. ექსპერტი დაინტერესდა მეთოდიკით, რომლის მიხედვითაც ახალი სასწავლო გეგმების შემუშავება და თეორიული პროგრამების პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა ხორციელდება. შეხვედრის დასასრულს ჯეიმს მერდოკმა შსს-ს აკადემია დაათვალიერა.

ვიზიტის დასასრულს ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შსს-ს თანამშრომლებთან ერთად პროცედურების დოკუმენტს შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42