"მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, ეს გაკეთდა არა იმიტომ, რომ ჩვენ გვერიდება იქ ჯარების განთავსება, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯარი იქ გვყავს, სადაც მოგვესურვება, არამედ იმისათვის, რომ დამატებითი კეთილსასურველი პირობები შეიქმნას უკრაინაში მომავალი არჩევნებისათვის, რათა ამის ირგვლივ არანაირი სპეკულაცია არ იყოს, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა პუტინმა.
"თუ ვინმე ვერ ხედავს რა ხდება იქ, დაე, უკეთესად ნახოს",- დასძინა პუტინმა. მანამდე დასავლეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვერ შეამჩნიეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა.
მან ხაზი გაუსვა, რომ "ეს იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ჯარებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა საკმარისად დიდია და მათი გამოყვანაც კი სერიოზულ მომზადებას ითხოვს. ვფიქრობ, რომ კარგი ამინდის შემთხვევაში ისინი ყველაფერ ამას მალე დაინახავენ კოსმოსიდან".
მასალის გამოყენების პირობები






