შაშკინი: სკოლის ავტობუსების თანხის გაზრდა შუამავალ კომპანიებს უკავშირდება
პოზიცია - 16:24, 21 May, 2014     2375

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, სკოლის ავტობუსებთან დაკავშირებით, რომლის ბიუჯეტიც სემესტრულად 7 მილიონ ლარს შეადგენს კომენტარს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აკეთებს.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას შაშკინმა განმარტა, რომ აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი ზედმეტად არის გაზრდილი და ეს ყოველივე შუამავალი კომპანიის არსებობის გამო ხდება:

„ერთი მხრივ ძალიან კარგია, რომ ეს პროგრამა, ავტობუსების მომსახურების პროგრამა არ გააუქმა ახალმა მინისტრმა, როგორც მოკლა ბევრი სხვა, ძალიან კარგი და სასიკეთო პროგრამა, მაგრამ მეორე მხრივ, ის რაც მე წავიკითხე და შემდეგ ვნახე ოფიციალურ საიტზე, სადაც ქვეყნდება სატენდერო დოკუმენტაცია, ბუნებრივია, ძალიან ბევრი შეკითხვები გამიჩნდა.

ჩემი მინისტრობის პერიოდში ავტობუსების მომსახურება ორი მხრივ იყო. ერთი იყო, როდესაც სკოლას ჰქონდა საკუთარი ავტობუსი, ჯერკიდევ კახა ლომაიას მინისტრობის დროს იყო შეძენილი ავტობუსები სკოლებისთვის. ეს ავტობუსები ემსახურებოდა სკოლის მოსწავლეებს, ასეთი დაახლოებისთ 150 ავტობუსი იყო.

იმ სკოლებში კი სადაც არ იყო ავტობუსი და იყო საჭიროება პირობითად, თუ 5 კილომეტრზე ან 7 კილომეტრზე შორს ცხოვრობდნენ ბავშვები, განსაკუთრებით ეს რეგიონებს ეხებოდათ, მაშინ ჩვენ ვაძლევდით სკოლას ფულს და სკოლა თავად დებდა ხელშეკრულებას ადგილობრივ მფლობელთან ავტობუსის ან სამარშუტო ტაქსის მფლობელთან და იმის მიხედვით უზრუნველყოფდა სკოლა ამ ბავშვების გადაადგილებას. თვეში ჩვენ დაახლოებით 500 ლარს ვიხდიდით და სემესტრში 2 ათასი ლარი გამოდიოდა.

ამიტომ, ეს ციფრები რაც ახლა არსებობს, შეკითხვებს ბადებს და გაუგებარია, რატომ უნდა იყოს საშუამავლო კომპანია, რომელსაც მიაქვს თანხის დაახლოებით 300-400 პროცენტი. ეს თანხა რაც ახლა არის დასახელებული 2000-ზე რომ გავყოთ გამოდის, რომ 3500 სკოლას ეყოფოდა. საქართველოში კი სულ 2160 სკოლა არის, ანუ სკოლების 100 პროცენტს ეყოფოდა და ამასთანავე, 1000 სკოლის რეზერვი დარჩებოდა.

როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია შედგა, რატომღაც ზოგიერთ სკოლაში მომსახურება არის გათვლილი 93 დღეზე, ზოგ სკოლაზე კი 113 დღეზე. სემესტრში არის 93 დღე და მეორე კატეგორიაში წერია, რომ არის 113 დღეს. ეს როგორც მინიმუმ არის შეცდომა, იმიტომ რომ ყველა საჯარო სკოლა სასწავლო სემესტრს იწყებს ერთდროულად და ხანგრძლივობა სასკოლო პროცესის არის განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმით, არ შეიძლება რომ ერთმა სკოლამ ისწავლოს 20 დღით მეტი ვიდრე მეორე სკოლამ. ასეთი რამ პრაქტიკაში შეუძლებელია. ამ თანხით შეიძლება ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს, თუ სემესტრში ხარჯავენ 7 მილიონ ლარს, გამოდის რომ წელიწადში იხარჯება 14 მილიონი ლარი.

ჩვენ რა თანხასაც ვიხდიდით 800 სკოლაზე გამოვიდოდა 3 მილიონ 200 ათასი. საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასში. მე როგორც მესმის, არის სხვაობა იმის გამო, რომ არის შემოსული შუამავალი კომპანია, ეს პრიმიტიული ეკონომიკის კანონებია. აქ არის მთავარი ძალიან მარტივი მიდგომა, თუ შუამავლი სჭირდება, რადგან განათლების სამინსიტროს არ სურს, რომ უშუალოდ სკოლას მისცეს ფული, როგორც ჩვენ ვაკეთებდით. სამინისტრო არ ენდობა სკოლას, შემოიყვანა შუამავალი და თანხა სასწაულად გაიზარდა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ 150 სკოლას საკუთარი ავტობუსი ჰქონდა“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42