მოსკოვში, სასამართლომ ბრალდების ვერსია სწორად აღიარა, რის თანახმადაც "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა განახორციელა ჩეჩნეთის მკვიდრმა რუსტამ მაჰმუდოვმა, ხოლო ორგანიზატორები იყვნენ ასევე ჩეჩნეთის მკვიდრი ლომ-ალი გაიტუკაევი და მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ექს-თანამშრომელი სერგეი ხაჯიკუბანოვი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხაჯიკუბანოვი დედაქალაქის ტერიტორიაზე დანაშაულის სამზადისის კონტროლს ახდენდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის ძიების გაგრძელების პირობას დებენ.
"ნოვაია გაზეტას" მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიებით ცნობილი ჟურნალისტი, მოსკოვში, თავისი სახლის ლიფტში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. გამომძიებლებმა მომხდარის ადგილზე პისტოლეტი და ოთხი მასრა იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






