დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ექვემდბარება განსაზღვრებას „საერთაშორისო ტერორიზმი“. იმისათვის, რომ პეტიცია თეთრ სახლს განეხილა, აუცილებელი იყო 23 მაისამდე, 100 ათასი ხელმოწერის მოგროვება.
თეთრი სახლის საიტზე განთავსებული ღია პეტიცია მოწოდებს აღიარონ რუსეთი „ტერორიზმის სახელმწიფო-სპონსორად“. „უკრაინის წინააღმდეგ თავის არგამოცხადებულ ომში რუსეთი იყენებს საიდუმლო ოპერაციებს, რომლებიც პირდაპირ ხვდებიან განსაზღვრება „საერთაშორისო ტერორიზმის“ ქვეშ, აშშ-ის კოდექსის შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსი აგეტები, ფარულად მოქმედებით, ცდილობენ დაშინებისა და ძალადობის გზით იმოქმედონ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკაზე. „მათი მოქმედება, ადამიანების გატაცების სახით, შენობებისა და პოლიციის პოსტების აღებით და სამხედრო ობიექტების განადგურების სახით, ვრცელდება უმსხვილეს მასშტაბებში და დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიუხედავად აშშ-ის, „დიდი შვიდეულის“, ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან დაგმობისა“, - ნათქვამია პეტიციაში.
თეთრი სახლის გვერდზე, პეტიციაზე ხელისმოწერები 23 აპრილიდან დაიწყო.
პეტიცია აშშ-ის მთავრობაში შესაბამის სპეციალისტებს გადაეგზვნება. ისინი ოფიციალურ პასუხს გასცემენ, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდება და ყველა ხელმოომწერს ელექტრონულ ფოსტაზე გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები






