,,ყველაფერი გააკეთა სასჯელაღსრულების რუსთავის მე–6 დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომ საპყრობილეში მონიტორინგი არ განმეხორციელებინა. 6 პატიმარი ჰყავთ კარცერში მოთავსებული, ამდენივე შიმშილობს სხვადასხვა საკანში და ადმინისტრაციასთან აქვთ პრეტენზიები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ საპყრობილეში პატიმრებთან ნორმალურად გასაუბრების საშუალება არ მომცეს. დღეს დირექტორის მოადგილემ უკვე ყვირილიც დამიწყო, როცა ვუთხარი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ნუ მისმენთ, თუ შეიძლება მომეცით საშუალება პატიმარმა მიამბოს გაბედულად, რა პრეტენზიები აქვს მეთქი. ცხადია, უსაფრთხოება უნდა დაიცვან, მაგრამ არა ისე, რომ თავზე მადგეს 7 კაცი და პატიმრებმა ვერაფერი ვერ მითხრან. სხვაგან არსად ასეთი პრობლემები არ მქონია.ამ დაწესებულებაში პატიმრები დაშინებულები ჰყავთ და მათი თანდასწრებით ხმას ვერ იღებენ, 6–7 კაცი მომჩერებია ერთდროულად"- აცხადებს მთივლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






