რატომ დაიღუპა პირველკლასელი გოგონა
სამართალი - 14:25, 20 May, 2014     2764

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე პირველკლასელ მირანდა დუმბაძეს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, სკოლიდან მომავალ გოგონას პიჯაკი დაუვარდა, როცა აღმოაჩინა, რომ პიჯაკი აღარ ჰქონდა, უკან დაბრუნდა მის ასაღებად, ამ დროს კი მას ბათუმიდან მიმავალი მიკროავტობუსი დაეჯახა.

მირანდა მაგისტრალზე ყოველდღიურად 5 კილომეტრამდე მანძილს გადიოდა სახლიდან სკოლაში და პირიქით. რატომ არ ემსახურება ორი პატარა სოფლის მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი?

ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგნის სკოლაში სოფელ ქოსოფლიდან ექვსი ბავშვი დადის. რამდენიმეკომლიანი სოფელი გარესამყაროს საცალფეხო ბილიკით უკავშირდება. არის შემოვლითი საავტომობილო გზაც, თუმცა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება.

ამ გზაზე მოსწავლეებს ბაგირის ხიდზე გავლაც უწევთ. ხიდზე გავლა განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულსა და შემოდგომაზე - ადგილობრივების თქმით, მდინარის ადიდების შემთხვევაში ხიდის მიმდებარე ტერიტორია ისე იტბორება, რომ გავლა შეუძლებელი ხდება.

ქოსოფლიდან ექვსი მოსწავლე საცალფეხო ბილიკით ჩამოდიოდა სოფელ ბელტურში, მათ შორის მირანდაც, კიდევ სამი მოსწავლე უერთდებოდა და ისინი ერთად მიდიოდნენ სკოლისკენ, სოფელ დოლოგანში.

სოფელ ბელტურიდან დოლოგნამდე გზის მონაკვეთი, საგზაო დეპარტამენტის მონაცემებით, მინიმუმ 2 კილომეტრი და 600 მეტრია. შესაბამისად, ყოველდღიურად ბავშვებს ასევე მინიმუმ 5 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით სკოლაში და უკან სახლისკენ. გარდა ამისა, გზის მონაკვეთი, რომელსაც ბავშვები ყოველდღიურად ფეხით გადიან, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალია. ამ გზაზე მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს ტრანსპორტი.

ქედის რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლებში მიკროავტობუსებს მოსწავლეების გადაადგილებისთვის იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუ სკოლამდე მანძილი მინიმუმ 1 კილომეტრი და 500 მეტრია. მაშინ, რატომ არ გამოყვეს ქოსოფლისა და ბელტურის ბავშვებისთვის სასკოლო ავტობუსი? ექვსი წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მიკროავტობუსის მძღოლის გარდა სხვა პირსაც დაეკისრება თუ არა? - ამ დროისთვის დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ამ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

დოლოგნის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა საფარიძე ამბობს, რომ მიკროავტობუსი სკოლამ უნდა მოითხოვოს. მან იქვე განმარტა, რომ ბელტურიდან მომავალი ბავშვებისთვის მიკროავტობუსის დანიშვნის საჭიროება, მანძილის სიმცირიდან გამომდინარე, არ ყოფილა.

„სკოლამ უნდა დააყენოს მიკროავტობუსის მოთხოვნა საჭიროების შემთხვევაში, 114 მოსწავლე მყავს და მხოლოდ ერთი უბნის (სოფელი ჭინკაძეები) მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი, რადგან სკოლა ამ სოფლიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. რაც შეეხება ბელტურის ბავშვებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას, მოთხოვნა არ გამიკეთებია, ამის საჭიროება არც ყოფილა, მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდათ. სკოლამდე მხოლოდ კილომეტრნახევარია", - ამბობს დირექტორი.

მოსწავლეები კი ამბობენ, რომ გაკვეთილებზე ხშირად აგვიანდებათ. ბავშვები ცდილობენ მაგისტრალზე მოძრავი "მარშრუტკებით" მივიდნენ სკოლამდე. არის შემთხვევები, როცა სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ტრანსპორტს არ აჩერებენ, მაშინ კი ამ ბავშვებისთვის, როგორც თავად ყვებიან, საგაკვეთილო პროცესი მეორე გაკვეთილიდან იწყება. დაღუპული გოგონას მამა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების გამო აპირებს სამართალდამცავებს მიმართოს.

ამასთან, ია მეტრეველის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას დავალებით დიმიტრი დარბაისელი ზეწოლას ახორციელებს იმ პატიმარზე, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

მეტრეველის ინფორმაციით, ასევე ფირცხალავას დავალებით, დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაათავისუფლა ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანი. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დარბაისელი და ფირცხალავა ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები არიან.

იური ვაზაგაშვილის ინფორმაციით კი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სიმონ მაჩაიძე უშუალო მონაწილეა იმ სპეცოპერაციის, როდესაც მისი შვილი მოკლეს.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42