ალექსანდრე ჭიკაიძე ავსტრიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
სამართალი - 13:28, 20 May, 2014     1668

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელისაც კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის უფროსის, გენერალ ფრანც ლანგი ხელმძღვანელობს.

დღეს გაიმართა დელეგაციის წევრების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვის სფეროში საერთაშორისო კოორდინაციის პროექტის (ILECU) საქართველოში განხორციელების დეტალები განიხილეს, რომლის იმპლემენტაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს ავტრიული მხარე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების, დანაშაულთან ბრძოლის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დღესვე ავსტრიის ფედერალური კანცელარიის უფროსი გენერალი ფრანც ლანგი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრა და ცენტრის დირექტორ გიორგი ბიჭაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა „112“-ის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ავსტრიის ფედერალური კანცელარიის უფროსმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის და „112“-ის ერთიანი ელექტრონული სისტემის – ERC-ის (Emergency Response Center) ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ავსტრიის ფედერალური კანცელარიის უფროს გენერალ ფრანც ლანგის „112“-ში ვიზიტის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42