16 მაისს, "Россия 1"-ის "ვესტის" საღამოს გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი სლავიანსკის ბრძოლებთან დაკავშირებით, რასაც თან მიუძღოდა კადრები ტიტრით "დონეცკის ოლქი": ვიდეოში აჩვენებდნენ "ბოევიკების" დაჯგუფებას, გვამს და იქვე დაგდებულ პისტოლეტს.
"მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა ყოველდღიურად გრძელდება. სლავიანსკთან ახლოს ნაცგვარდიამ მამაკაცი დახვრიტა. გვერდით იარაღი დემონსტრაციულად დატოვეს იმის მისახვედრებლად, რომ მტერი მოკლეს", - იტყობინება "ვესტის" კორესპონდენტი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული მამაკაცის კადრები აღებული იყო 2012 წლის 18 ნოემბრის გამოშვებიდან ყაბარდო-ბალყარეთში კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ.
რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიომაუწყებლობის კომპანიის დირექტორის მოადგილემ, დიმიტრი კისილიოვმა ინტერნეტ გამოცემა Slon-თან ინტერვიუში ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციის კადრების გამოყენება უკრაინის შესახებ სიუჟეტში, შემთხვევითი შეცდომა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






