საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 21:06, 11 Dec, 2012     815
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ქალაქ თბილისში რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს. რიყის ტერიტორია თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკაგვის კომისიის გადაწყვეტილებით, პირობიანი ხელშეკრულებით 2006 წლის 2 მაისს გასხვისდა, თუმცა შემდგომში, ხსენებული ფართობი, უკან იქნა გამოსყიდული საბიუჯეტო თანხით და ბევრად მეტ ფასად. ეს გარემოება ამ ოპერაციების კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. ამ ოპერაციიის განხორციელებისას თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკაგვის კომისიის ერთ-ერთი წევრი, მერიის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი დავით საყვარელიძე იყო. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია კომისიის რამდენიმე წევრი და დღის წესრიგში დადგა დავით საყვარელიძის მოწმის სახით დაკითხვაც, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. შესაბამისად, 2012 წლის 11 დეკემბერს, დავით საყვარელიძისთვის უწყების ჩასაბარებლად, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე და ინსპექტორ-გამომძიებელი გოჩა ჩხაიძე მის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდნენ - სადაც დახვდათ ქალბატონი, რომელმაც უწყების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. შედგა შესაბამისი ოქმი. ამავე დღეს, გამომძიებელი ნოდარ გოგლიძე ტელეფონით დაუკავშირდა დავით საყვარელიძეს და აცნობა, რომ მოწმის სტატუსით იყო მიწვეული საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, შპს "ახალ რიყე"-სთან მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. დავით საყვარელიძემ ნოდარ გოგლიძეს განუცხადა, რომ პირადად დაკავშირებოდა საქმის მწარმოებელი გამომძიებელი პროკურორთან ერთად და ამის შემდგომ გამოცხადდებოდა მასთან. 2011 წლის 11 დეკემბერს, 11:24 საათზე, ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებლი დავით ჩუბინიძე კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს, რომელსაც ჰკითხა, თუ რა მისამართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად, რაზეც მიიღო პასუხი, რომ - გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, გამოძიებამ ჯერ დაკითხოს პრემიერ-მინისტრი და შემდგომ გამოცხადდებოდა გამომძიებელთან. მანვე, უწყების დატოვება მოითხოვა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, კახეთის გზატკეცილზე. დავით საყვარელიძის განცხადებით, მხოლოდ ზემოთხსენებული პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდებოდნენ პარლამენტის წევრები გამომძიებელთან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება ჩააბარა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ქ. ქუთაისში, ასევე პირადად მას, მობილურ ტელეფონზე გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის მოკლე ტექსური შეტყობინება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42