სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა დეპარტამენტის ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.
მოროშკინა ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანის ფაქტს არ გამორიცხავს და ეჭვობს, რომ ვიდეომასალა ნამდვილად განადგურებულია. მოროშკინა გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
„არის გამოკვეთილი 5 პრობლემა, პირველი: ეს არის ზონდერები, მეორე: თავად დეპარტამენტის თავმჯდომარის ნარკომანია, მესამე - სოციალური სამმართველოს გაუქმება, მეოთხე - ეს არის ის გაცემული საბიუჯეტო თანხები, რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს უნდა მოხმარებოდა, იმიტომ რომ ამ სისტემაში ეს არის აუცილებელი და ბოლოს, ვანო მერაბიშვილის საქმე.
მე კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არც მარტო ვანოს საქმე მჭირდება და არც მარტო ზონდერების ამბავი, რომლებიც მუშაობენ დეპარტამენტში“,- განაცხადა ლალი მოროშიკინამ.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ 5 კითხვაზე პასუხს ვერ გაეცემა, შესაბამის ზომებს მიმართავს, რომელიც მისივე თქმით, აუცილებლად ადეკვატური იქნება იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც მთავრობა მიიღებს.
"მე გადავრეკე იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და დამიდასტურეს, რომ ერთი თვის განმავლობაში იმალებოდა მასალა, თუ ვინმეს ინტერესში იყო რეალურად ამის დამალვა, ეს არის დარბაისელი, საიდანაც ჟონავს ინფორმაცია, მე ეს ინფორმაცია პირველად მოვისმინე თავად ვანო მერაბიშვილისგან და შემდეგ მაინტერესებდა „ოტოს“ დასკვნა, რომელიც არ მომხდარა ანუ არ ყოფილა გაყვანილი, თუ ვინმე მალავს ინფორმაციას-ამ შემთხვევაში ეს არის დარბაისელი, ანუ ლოგიკურია, ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ის იყო გაყვანილი, მე მჭირდება დარბაისელის პასუხი, რომ ის არ ყოფილა გაყვანილი“,- აღნიშნა ლალი მოროშკინამ.
მასალის გამოყენების პირობები






