არჩევნების შემდგომი მძიმე რეალობა
პოზიცია - 15:31, 10 Oct, 2012     2223

შესაბამისად, პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი აგრძელებს საკუთარი უფლებამოსილების (ხშირად გადაჭარბებული უფლებამოსილების და ძალაუფლების უზურპაციის) ფარგლებში საქმიანობას. მისი იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტა პარლამენტში გამოირიცხა. აღძრავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეებს სააკაშვილზე, უგულავაზე და სხვებზე ახალი მთავრობა? - ესაა ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელსაც პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა. მეორე მთავარი კითხვა: შეძლებს თუ არა ივანიშვილი საგარეო კურსის იმგვარად კორექტირებას, რომ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით - ბუნებრივია - საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე (რაც პირველ რიგში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ქართული იურისდიქციის აღდგენის დაწყებას გულისხმობს)? ივანიშვილი დღეს უკვე დგას დილემის წინაშე, თუ რა გზა აირჩიოს - განაგრძოს სვლა ნატოში გაწევრიანების დეკლარირების მიმართულებით, რაც გამორიცხავს აფხაზეთსა და ს. ოსეთზე კონტროლის აღდგენას და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების შემთხვევაშიც კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ურთულეს რეგიონში მყოფი მეტად პრობლემატური საქართველოს ალიანსში მიღებას; თუ დაიწყოს საკმაოდ რთული სვლა რუსეთთან მეგობრობის მიმართულებით, რაც თავისთავად, ავტომატურად, ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართველოს გამთლიანებას და სავარაუდოდ, ნიშნავს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას? (არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოს (მის შემადგენლობაში აფხაზეთისა და ს. ოსეთის ჩათვლით) წევრობა ალიანსში აწყობდეს!!!) რამდენად წარმატებული მინისტრები იქნებიან მაია ფანჯიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი თავიანთ საქმიანობაში ზემოაღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით და რა ამოცანების გადაწყვეტას დაუსახავს მათ მიზნად ივანიშვილი?სანამ სიტუაცია ამ 2 საკვანძო მიმართულებით არ გაირკვევა, მანამდე რთული იქნება ითქვას, თუ რას მოუტანს საქართველოს ხელისუფლების ცვლა ან ნაწილობრივი ცვლა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42