ყირიმის ხელისუფლებამ მასობრივი აქციები აკრძალა, თუმცა მცირე ღონისძიებაზე ნება დართეს.
დეპორტაციისას, აუტანელი პირობების, შიმშილისა და დაავადებების გამო, გადასახლებულთა 40%-ზე მეტი დაიღუპა.
დეპორტირებული თანამემამულეების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბახჩისარის რაიონის მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და დეპორტაციის მომსწრე მოხუცები შეიკრიბნენ.
მიტინგის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია ყირიმისათვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით.
ბიბისის რუსული სამსახურის კორესპონდენტის თქმით, მიტინგის თავზე მოულოდნელად გამოჩნდენენ რუსული ვერტმფრენები, რომლებიც გამომსვლელთა ხმას ახშობდნენ. ვერტმფრენები ასევე სიმფეროპოლში მომიტინგეების თავზეც ფრენდნენ.

ყირიმის ხელისუფლებამ, 6 ივნისამდე, ნახევარკუნძულზე ყველა მასობრივი ღონისძიება აკრძალა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, დეპორტაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოხატა.
"ბევრი ყირიმელი თათრისათვის ეს ბოროტმოქმედებები მეხსიერებაში ისევ ცოცხალია და ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობა ძველ ჭრილობებს კვლავ ხსნის", - ნათქვამია კერის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






