ექსკლუზივი: სასკოლო ავტობუსები - მარგველაშვილის და სანიკიძის კორუფციული აფერა
პოზიცია - 22:41, 18 May, 2014     10425

რა ხდება საქართველოს განათლების სისტემაში და რატომ არის სანიკიძის უწყება მუდმივი კრიტიკის საგანი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში განათლების სისტემაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სასკოლო სახელმძღვანელოებმა თუ საჯარო სკოლებში არსებულმა ვითარებამ, რომელიც ექსპერტების და პოლიტიკოსების მუდმივი განხილვის თემა იყო.

,,ანტიკორუფციული მედია ცენტრი“ ამჯერად სასკოლო ავტობუსების ტენდერის საკითხით დაინტერსდა, რომელიც მარგველაშვილის და სანიკიძის კორუფციულ სქემაზე მიუთითებს.

რა პრინციპით ჩატარდა ტენდერი და რატომ მოხდა, რომ სასკოლო ავტობუსების ტენდერის თავდაპირველი ღირებულება სასკოლო ერთ სემესტრში 2 მლნ ლარიდან 7 მლნ ლარამდე გაიზარდა?

რა კორუფციულ სქემაზე საუბრობს ,,ანტიკორუფციული მედია ცენტრი” და მათ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რაში ამხელენ ისინი განათლების სამინისტროს?

1. სასკოლო ავტობუსებით საჯარო სკოლების უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა 2012 წლის დეკემბერში (ანუ ზუსტად 1 თვეში ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ).

რა საინტერესო და საეჭვო დეტალები იკვეთება აღნიშნულ ტენდერში: ა) გამოცხადებულ ტენდერში იყო 2 ლოტი ანუ სკოლები დაყვეს 2 ჯგუფად, თითო ლოტში მონაწილება მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა, შესაბამისად ეკონომიის მიზნით სატენდერო ვაჭრობა არ გამართულა. ეს მოხდა იმის გამო, რომ სატენდერო პირობები იყო მორგებული კონკრეტულ 2 კომპანიაზე. შედეგად რა ხარჯთაღრიცხვაც ჩიადო ტენდერში იმ თანხით გამოცხადდა გამარჯვებულად 2 პრეტენდენტი. ბ) ტენდერის თავდაპირველი ღირებულება სასკოლო ერთ სემსტრში შეადგენდა 2 მლნ ლარს, რატომღაც ერთ წელიწადში ეს თანხა 7 მლნ ლარამდე გაიზარდა.

2. ირკვევა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს არ გააჩნიათ საკუთარი ავტობუსები - ანუ ისინი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებენ და მესამე პირისგან აქვთ იჯარით აღებული ავტობუსები. ამან 500%-მდე გაზარდა პროექტის ღირებულება, ანუ 2012 წლამდე ასხელმწიფო, სკოლას, რომელსაც სჭირდებოდა და არ ჰქონდა თავისი ავტობუსი, უხდიდა 2000 ლარს სემსტრში, მარტივი არითმეტიკით 800 სკოლა x 2000 ლარზე არის 1 მილიონი 600 ათასი, ეხლა კი ეს უკდება სახელმწიფოს 7 მილიონი და აბსოლუტურად არ შეესაბამება საბაზრო ფასებს.

მაგალითისთვის, თბილისის 214-ე სკოლის 16 მოსწავლეს და 102-ე საჯარო სკოლის 17 მოსწავლეს ემხასურება ავტობუსი, რაშიც არის გადახდილი 8184 ლარი და 7254 ლარი სემესტრში (93 დღე). საბაზრო ფასით 17 ბავშვს რომ მივცეთ თითოს 1,5 ლარი დღეში, გამოვა 2371 ლარი 93 დღეში, სატენდერო დოკუმენტაციით კი გადახდილი არის 7254 ლარი ანუ 3-ჯერ მეტი.

3. საინტერესოა ასევე რა ბედი ეწია გაცილებით უფრო ადრე (ტენდერამდე) არსებულ 150 სასკოლო ავტობუსს?

4. მარშრუტის ხარჯთაღრიცხვა შედგენილია არასწორი პრინციპით

5. სასკოლო ავტობუსებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები ამორტიზირებულია და უმრავლეს შემთხვევაში არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს.

6. სახელმწიფო ასევე აფინანსებს თბილისის საზღვრებში არსებულ სასკოლო ავტობუსებსაც, მაშინ როდესაც ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტით სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასოა.

7. არ არსებობს კონტროლი კომპანიებიბს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. თანხის გადახდა სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიუხედავად იმისა, მოსწავლე სარგებლობოს თუ არა სასკოლო ავტობუსით.

,,ნიუპოსტი“ შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას დედაქალაქსა და საქართველოს იმ რეგიონებში, რომელსაც აღნიშნული სასკოლო ავტობუსები უნდა ემსახურებოდეთ. რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც ,,ნიუპოსტს“ თავად მშობლებმა განუცხადეს, (მაგალითად, ვარკეთილის დასახელბაში), მათ სასკოლო ავტობუსები არ ემსახურებათ, ასევე არ ხდება ავტობუსებით მომსახურება სკოლის მოსწავლეებისთვის რუსთავში. რაც შეეხება წნორის საჯარო სკოლას, იქ 2 ავტობუსის ნაცვლად დადის ერთი, რაც ფინანსურად 3200 ლარის სხვაობას იძლევა.

ინფორმაციის გადამოწმებას შევეცადეთ განათლების სამინისტროში, თუმცა უწყების წარმომადგენლები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ,,ანტიკორუფციული მედია ცენტრის” წარმომადგენელს პეტრე წურწუმიას, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თავსითავად დადებითი ფაქტია, როცა სამინისტრო ემსახურება სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსებით, თუმცა წურწუმია მიიჩნევს, რომ ასეთი მომსახურება უნდა ჯდებოდეს რეალურ თანხებში და ის არ უნდა იყოს ხელოვნურად ,,გაბერილი“, რასაც, მისი თქმით, ადგილი აქვს დღევანდელ შემთხვევაში. წურწუმია, მიიჩნევს, რომ თანხების ამგვარად ,,ჰაერში გასროლის“ სანაცვლოდ, უმჯობესი იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსებულიყო და ის მოხმარებოდა სკოლების მშენებლობას.

_მიგვაჩნია, რომ თანხები, რომელიც გამოყოფილია ამ სასკოლო ავტობუსებისთვის არის საკმაოდ გაბერილი. მარტივი არითმეტიკის პრინციპით არის დაანგარიშებული ჩემს მიერ და შესაბამისად მივიჩნევთ, რომ თანხა არის გაცილებით მეტი იმასთან შედარებით, რაც საჭიროა.

_თუ მიმართეთ განათლების სამინისტროს და რა პასუხი მიიღეთ?

_პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ნეგატიური დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში არ გვაქვს, პირიქით, ვამბობთ, რომ კარგია, როცა მოსწავლეს ემსახურები და მიგყავს სახლიდან სკოლამდე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის ხარჯზე, რომ სამჯერ და ოთხჯერ უფრო მეტი დაჯდეს ასეთი მომსახურება. მთავარი არის ის, რომ ჩასაფრების პრინციპით არ ვართ, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ ეს გახდეს საზოგადოების მსჯელობის საგანი. ერთ მაგალითს გეტყვით, მარტივად, შერჩევითობის პრინციპით ავიღეთ ერთ-ერთი რაიონი, ვიკითხე იყო თუ არა იქ ასეთი მომსახურება და აღმოჩნდა, რომ ორი ავტობუსის მაგივრად არის ერეთი. მარტივი ამოცანა დგას - ხომ არ ჯობია, სიღრმისეულად შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა და საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვას გაეცეს პასუხი? თუ ეს თანხები არის გაბერილი, მაშინ გამოდის, რომ ამ თანხების ჰაერში გასროლის სანაცვლოდ, თავისუფლად არის შესაძლებელი, ახალი სკოლები აშენდეს. 4-5 წლის წინ მე, როგორც მახსოვს, თითო სკოლის აშენება რაიონში მილიონზე მეტი არ ჯდებოდა, შესაბამისად, თუ ამ თანხის ნახევარი დაჯდებოდა ბავშვების გადაყვანა სასკოლო ავტობუსებით, მაშინ იმ ნახევარ ფასში თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსებულიყო ახალი სკოლების ასაშენებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42