უკრაინის აღმოსავლეთში მეტალურგიული კომბინატის მუშები ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა. დონეცკის სამხრეთში მათ დაიკავეს ქალაქი მარიუპოლი და იქიდან გააძევეს პრორუსულად განწყობილი ძალები, რაც საკმაოდ არასასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა ვლადიმერ პუტინისთვის.
ამის შესახებ ,,ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს: ,,ათასობით მუშამ მეტალურგიული კომბინატიდან გაასუფთავა ქალაქი მარიუპოლი და დაამყარა კონტროლი ქალაქის ქუჩებზე. გააძევა იქიდან კრემლისგან მართული დაჯგუფებები, რომლებსაც მოცემულ მომენტამდე თავიანთ ხელში ჰქონდათ აღებული ძალაუფლება. ამ ნაბიჯით მათ მარცხი მიაყენეს რუსეთს და არ არის გამორიცხული ამან შეცვალოს მოვლენების განვითარება უკრაინის აღმოსავლეთში“.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები მუშების ასეთ ქმედებას ერთ-ერთი უმდიდრესი უკრაინელი ოლიგარქის გადაწყვეტილებას უკავშირებენ. როგორც სჩანს, რინატ ახმეტოვი, რომლის ქონება 11,4 მილიარდზე მეტს ითვლის, ერთიანი უკრაინის მხარეზე დადგა.

მასალის გამოყენების პირობები






