უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი გამორიცხავს უკრაინის მონაწილეობას რაიმე სახის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებრივ წარმონაქნებში.
ამის შესახებ განცხადება მან სამგლოვიარო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა.
,,რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, რომელიც ოცნებობს ახალი პოსტსაბჭოთა იმპერიის აღდგენაზე, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა, რომელმაც დაკარგა მილიონობით თავისი შვილი, უკვე აღარასოდეს იქნება ასეთი იმპერიის ნაწილი“, - განაცხადა ტურჩინოვმა.
მანვე გამოთქვა რწმენა, რომ მუქარები, პროვოკაციები და საფრთხეები, რომელიც რჩება უკრაინის წინაშე, იქნება დაძლეული.
,,უკრაინის მიწაზე უკვე არასოდეს იბატონებს დიქტატორი“, - ხაზი გაუსვა მან. ამასთან ერთად, პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელმა აღნიშნა, ,,ჩვენ კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ არა მხოლოდ გარეშე მტრებს, არამედ ქვეყნის შიგნით ტოტალიტარიზმის აღდგენის მომხრეებს“.
მასალის გამოყენების პირობები






