რა პრობლემებია სასჯელაღსრულების სისტემაში?
სამართალი - 20:07, 16 May, 2014     1906

სულ უფრო აქტუალური ხდება და შეიძლება ითქვას უმწვავეს პრობლემად იქცა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წესრიგის დაცვა. ბოლო თვეებში ჩვენ არაერთი ტრაგიკული, მძიმე დანაშაულის მომსწრენი გავხდით, ხშირად გვესმის ციხეებში ,,მაყურებელთა" მზარდი გავლენის შესახებ.

ასეთი სიტუაცია უდაოდ იწვევს პატიმართა უფლებების მასობრივ დარღვევას, ვეღარ მიიღწევა სასჯელის მთავარი მიზნები: მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია, მცირდება საზოგადოების ნდობა სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ.

10 წლის წინ ციხეებში უწესრიგობისა და დანაშაულის მთავარი გამომწვევი მიზეზი კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს არსებობა იყო. სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ეფექტურმა ნაბიჯებმა, მათ შორის კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის დანაშაულად გამოცხადებამ გამოიწვია ამ ფენომენის გაქრობა, რასაც მოჰყვა ციხეებში წესრიგის დამყარება.

რეფორმატორთა კლუბს მიგვაჩნია, რომ წინა გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელია ,,ციხის მაყურებლის" ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აქცენტი უნდა გაკეთდეს პატიმრისათვის წინასწარ ისეთი პირობების შექმნაზე, რომელიც მას აქცევს ,,მაყურებლად" - შეუძლებელია თავისუფლეაღკვეთილმა პირმა ციხეში მოიპოვოს უკანონო პრივილეგიები სხვისი დახმარების გარეშე.

რეფორმატორთა კლუბი კანონმდებელს სთავაზობს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანას:

პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ხელშეწყობა

1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებული პირებისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა ან წაქეზება, რომელიც მიზნად ისახავს სხვა პირთა მიმართ მათი ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედებას წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის მუქარის გზით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე;

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ)აკრძალული საგნის გადაცემით;

გ)არასრულწლოვნის მიმართ;

დ) არასრულწლოვნის ან ქალის ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედების მიზნით;

ე) სამაახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ვ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით;

ზ)რამაც გამოიწვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია ან სხვა მძიმე შედეგი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე

3. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებული პირის მიერ მისთვის ცნობილ წინასწარ შექმნილ პირობებში სხვა პირთა მიმართ მათი ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის მუქარის გზით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე;

4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ)აკრძალული საგნის გამოყენებით;

გ) არასრულწლოვნის ან ქალის ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედების მიზნით;

დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით;

ე) რამაც გამოიწვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია ან სხვა მძიმე შედეგი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე

შენიშვნა:

პირი, რომელიც წინასწარ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის პირობების შექმნის ან წაქეზების შესახებ, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან

ასეთი მუხლის არსებობა იქნება შემაკავებელი ფაქტორი როგორც პატიმრებისათვის, ასევე სხვა პირებისათვის, არ დაუშვან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკანონო გავლენებისა და ,,კრიმინალური წესრიგის" დამკვიდრება.

რეფორმატორთა კლუბი პროგნოზირებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში:

- უზრუნველყოფილი იქნება პატიმართა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

- ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესს;

- შემცირდება სად-ის საქმიანობის დეზორგანიზაციის რისკი;

- გაიზრდება საზოგადოების ნდობა სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ.

ჩვენს მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემიდან საგამოძიებო სამსახურის ჩამოცილება, რომელიც ამჟამად აწარმოებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პირობებისაგან განსხვავებით, პატიმრის მიერ ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენას, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, წინ უძღვის თვით ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან თავიანთი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან საერთოდ შეუსრულებლობა - მაგალითად, თუ პატიმარი მოიხმარს ნარკოტიკს ან დანით მიაყენებს დაზიანებას სხვა პატიმარს, ეს ნიშნავს, რომ პატიმარს კანონით დადგენილი წესით არ ჩაუტარდა შემოწმება ან უარეს შემთხვევაში მას ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეუწყვეს ხელი ესარგებლა აკრძალული საგნებით; თუ პატიმარი, როგორც ,,მაყურებელი,“ სხვა პატიმრებზე ახდენს ზეწოლას, ეს ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური ვერ ან რაღაც მიზნით არ ახორციელებს თავის ფუნქციებს ციხეებში დანაშაულის პრევენციის და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

თუ გამოსაძიებელია პატიმრის მკვლელობა, სხეულის დაზიანება და მის მიმართ ჩადენილი სხვა ქმედება, მაშინ, ასევე გამოსაძიებელია ციხის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შეუსრულებლობის ფაქტები, როგორც სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი გულგრილობა, უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება და სხვ, რამაც გამოიწვია პატიმართა უკონტროლო ქცევა და მძიმე შედეგები.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პატიმრის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოსაძიებლად ექვემდებარება სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო ციხის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა.

თუ ვთანხმდებით, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრის მიერ ჩადენილი დანაშაული ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგია, მაშინ დღეს არსებული საქმეთა გამოძიების წესი და უწყებრივი დაქვემდებარება არაეფექტურია.

მაგალითად, პატიმრის გარდაცვალების საქმეზე, რომელსაც იძიებს სასჯელაღსრულების საგამოძებო დეპარტამენტი, სხვა პატიმრები ამხელენ ციხის თანამშრომლებს უმოქმედობაში. მოქმედი რეგულაციებით, პროკურატურა იწყებს ცალკე გამოძიებას ციხის თანამშრომელთა მიმართ. რეალურად, პროკურატურა მთლიანად დამოკიდებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების შედეგებზე და მის დასრულებამდე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მისცეს თუ არა პასუხისგებაში ციხის თანამშრომელი (არაეფექტური გამოძიება).

მეორეს მხრივ, არსებობს რეალური რისკი, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ ,,კორპორატიული“ ინტერესების გათვალისწინებით საქმე აწარმოოს იმდაგვარად, რომ პროკურატურამ თავის წარმოებაში არსებულ საქმეზე ვერ გამოავლინოს დამნაშავე ციხის თანამშრომლები (არაობიექტური გამოძიება).

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი პრობლემებიდან და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ ტიპის დანაშაულთა ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას მთლიანად ჩამოართვას სასჯელაღსრულების სამინისტროს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მომხდარ დანაშაულთა გამოძიების უფლებამოსილება და გადასცეს სხვა, მისგან მთლიანად დამოუკიდებელ უწყებას.

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42