"ობიექტურობის სრული არარსებობა, უხეში შეუსაბამობა და "ორმაგი სტანდარტები" არ ტოვებენ ეჭვს იმის შესახებ, რომ მისი ავტორები ასრულებდნენ კიევის თვითგამოცხადებული ხელისუფლების "გათეთრების" პოლიტიკურ დაკვეთას", - ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის კომენტარში.
გაეროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გრძელდება უკანონობის მეუფება, ხდება მკვლელობები, წამებები, ადამიანთა გატაცებები, ჟურნალისტებზე და უცხოელ დამკვირვებლებზე თავდასხმები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ დანაშაულთა უმეტესობაზე პასუხისმგებელი არიან ანტისახელისუფლებო ძალები.
უკრაინის შესახებ აპრილში გამოქვეყნებულ თავის პირველ ანგარიშში, გაერო აცხადებდა, რომ მთავრობაში კორუფცია, ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაცია და სიძულვილის გაღვივება, ქვეყანაში ძალადობის პრობლემის ცენტრში იყო.
მასალის გამოყენების პირობები






