მიკრობლოგების სერვის Twitter-ის ბლოკირება რუსეთის ტერიტორიაზე "გარდაუვალია". ამის შესახებ გაზეტ "იზვესტიასთან" ინტერვიუში "როსკომნადზორის" ,ეთაურის მოადგილემ მაქსიმ კსენზოვმა განაცხადა.
მისი აზრით Twitter მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთის ასეთ ნაბიჯს მიაღწიოს. მისი თქმით, თუ Facebook-სა და You Tube-ში ითვალისწინებენ რუსული მხარის შენიშვნებს და პერიოდულად შლიან "არაკანონიერ კონტენტს", Twitter "უმრავლეს შემთხვევაში არასამართლებრივი ინფორმაციის წაშლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს", "ამით ისინი სპეციალურად ქმნიან პირობებს, რომლებშიც ამ რესურსის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბლოკირება პრაქტიკულად გარდაუვალია", - აღნიშნა კსენზოვმა.

1 აგვისტოდან რუსეთში დაიწყებს მოქმედებას კანონი, რომლის თანახმადაც, 3 ათასზე მეტი მომხმარებლის მქონე ბლოგერები ვალდებული იქნებიან რეგისტრაცია "როსკომნადზორში" გაიარონ.
მასალის გამოყენების პირობები






