გია ხუხაშვილი - ძალიან არ მომწონს, როცა „ევროვიზიაზე“ წვერებიანი კაცი იმარჯვებს
პოზიცია - 19:50, 15 May, 2014     3060

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ დაადასტურებს ხელშეკრულებას საკუთარი ხელმოწერით, რადგან ამ მომენტში სახელმწიფოებრივი საქმე წყდება:

„მნიშვნელობა აქვს იმას რა წერია კანონში და კანონით ვის ეკუთვნის ხელის მოწერა. მე არ ვარ იურისტი, რომ კატეგორიული ვიყო და პასუხი შესაბამისი სპეციალისტებისგან უნდა მივიღოთ. მე მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს თემა თუ ვინ აწერს ხელს, მაგრამ მთავარია, რომ დარეგულირებული იყოს ეს პროცედურები და სუბიექტური ლაპარაკის საფუძველი არ მიეცეს ვინმეს. მე ვერ ვიქნები კატეგორიული ამაში.

რა თქმა უნდა, როგორც კანონში წერია ისე უნდა იყოს, თუმცა ინტერპრეტაციაში ვერ ვიქნები კატეგორიული. ჯილდო არ არის ხელმოწერა, ეს ხელმოწერა არის ქვეყნის და სახელმწიფოს სიკეთე და არა ვიღაცის პერსონალური ჯილდო, ძალიან ცუდია თუ ვინმე ასე შეხედავს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს მეტყველებს არასახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, თავად მისთვის არის საზიანო, იმიტომ რომ ეს გახდება შემდგომ მის ბიოგრაფიაში შავი ლაქა და არა რაღაც წარმატების მანიშნებელი. არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ხმალაძეს ვენდობი მეტნაკლებად, ისიც სხვანაირად კითხულობს ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ არავითარი პრობლემა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რომ გაერკვნენ ამ საკითხში, არ არსებობს, გუშინ სადილზეც ვიხილეთ ერთად. არ მგონია, რომ ეს რომელიმე მათგანისთვის პრინციპული თემა იყოს, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ გადასაწყვეტი. ლიდერები მიდიან და მოდიან, ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოსათვის აუცილებელი რჩება. აქედან გამომდინარე, არავითარი მნიშვნელობა ვინ მოაწერს ხელს ქვეყნის სახელით ჩემი აზრით არ აქვს.

პროცედურა განისაზღვრება, შეიძლება ჯერ არ არის შესაბამისი განმარტებები გაკეთებული, კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს ყველაფერი. ღარიბაშვილმა ჩემი აზრით ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის არ არის პრინციპული საკითხი, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია, რა მნიშვნელობა აქვს ამას? გაბედნიერდება, 10 წელი სიცოცხლე მოემატება, თუ რა მოხდება?“, - განაცხადა ექსპერტმა.

ხუხაშვილი პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პირადი ურთიერთობები არ არის გარეთ გამოსატანი, თუმცა თუ რაიმე სახის დაძაბულობა არსებობს, ამან ქვეყნისთვის საზიანო შედეგი არ უნდა გამოიღოს:

„რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთობას, პირადი ურთიერთობები არ არის გარეთ გამოსატანი, არც ევალება არავის, რომ ერთმანეთი უყვარდეთ, ისინი არიან სახელმწიფო მოღვაწეები, ხელმძღვანელობენ ხელისუფლების შტოებს და ვალდებულები არიან, რომ ითანამშრომლონ. ერთმანეთი ვის უყვარს და ვის არა, ეს არ არის პრინციპული საკითხი, ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფოს შტოებს ხელმძღვანელობენ რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, მაგრამ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, იმიტომ, რომ არსებობს უფრო მაღალი ინტერესები, ჩემთვის პირადად მათი პირადი ურთიერთობა საინტერესო არ არის. მთავარი არის ის, რომ ეს ურთიერთობა არ გადავიდეს ისეთ რამეშ, რომ სახელმწიფო ინტერესი დაზიანდეს. ეს არის მთავარი.

რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არ ესწრება პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენელთა შეკრებებს, ხუხაშვილი პასუხობს: გიორგი მარგველაშვილი არ არის პარტიული, შესაბამისად რატომ უნდა დაესწროს პარტიულ თავყრილობებს? ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, ის არც ბუნებით და არც ოფიციალურად პარტიული არ არის. აქედან გამომდინარე, მას აქვს თავისი საქმე და იმას აკეთებს. პირადი ურთიერთობები მათი პირადი საქმეა. თუ გარკვეული კონკურენცია სხვადასხვა შტოებს შორის არსებობს ქვეყანაში, ეს ქვეყნისთვის სასარგებლოა, ეს არ არის ცუდი. შეხმატკბილება და ის, რომ ყველა ერთი ენით ლაპარაკობს ქვეყნისთვის არის ცუდი. თუ არსებობს ოპონირება მათ შორის, ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის კარგი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პლურალიზმი, რაც განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტია, თუ არსებობს, მშვიდად უნდა შევხედოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მინისტრთა კაბინეტში არსებულ შესაძლო უთანხმოებაზე კი ექსპერტი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შიდასამზარეულო საზოგადოების განსჯის საგანი არ უნდა გახდეს:

„მე მაქვს გარკვეული პრეტენზიები, ვხედავ ძალიან ბევრ პოზიტივს, მაგრამ მაქვს პრეტენზიები მთავრობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მეტად ეფექტური მთავრობა რომ გვყავდეს, ეს შესაძლებელია. კონკრეტულად ვგულისხმობ გადაწყვეტილების მიღების უნარს, დამოუკიდებელი მოქმედების და შესაბამისად პასუხისმგებლობის აღების უნარს, ამას მთლიანოაბაში ვერ ვატყობ მთავრობას. ვუყურებ სისტემურად, ეს არის მთლიანად პრობლემა, როდესაც გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის უნარი არის დაქვეითებული, ეს რა თქმა უნდა აფერხებს პროცესის განვითარებას. ასეთი პრობლემა არსებობს, ეს არ არის კატასტროფული პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლებოდა, რომ ამ მხრივ მთავრობა გაცილებით ეფექტური ყოფილიყო. იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე დამოკიდებულია, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მანქანა მუშაობს იმაზე ნელა, ვიდრე საჭიროა, თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია“, - განმარტა ექსპერტმა.

„ნიუოისტის“ კითხვაზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე შესაძლებელია თუ არა დაიწყოს ზეწოლის ეაიმე სახის გამოვლინება, ხუხაშვილმა არნიშნა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი კონცეფცია უსაფრთხოებასთან დაკავშრებით და პრევენციისთვის ჩვენი საკუთარი მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ

„ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი კონცეფცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და პრევენციისთვის ჩვენი საკუთარი მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ ვერ ვენდობით მთლიანად დასავლეთს. მოდის რისკები რუსეთისგან, დათვმა გაიღვიძა და ვხედავთ უკრაინაში რა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას აქვს დასავლეთ სამყაროს 100 პროცენტიანი მხარდაჭერა, ვხედავთ, რომ მთლიანობაში დასავლეთი ეფექტური ვერ არის. ჩვენ რა თქმა უნდა არჩეული ვექტორი უნდა განვავითაროთ, დავაჩქაროთ, თუმცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად.

სახლში, სამზარეულოში რომელი მინისტრი რაზე ფიქრობს, ეს არ არის მთავარი, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა არის განსაზღვრული, ჩვენი ვექტორი გვაქვს განსაზღვრული და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ კონცეფციაში იჯდეს. დასავლეთი არ არის იდეალური, ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, მაგალითად ის, რომ მე ძალიან არ მომწონს, როცა „ევროვიზიაზე“ წვერებიანი კაცი იმარჯვებს. ესეც პოლიტიკური არჩევანი იყო. არ მომწონს როდესაც ასეთი რაღაცების დემარშის სახით დემონსტრირება ხდება. ევროპაზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს და ყველა იმიტომ მივდივართ იქეთ. მინისტრთა კაბინეტს რაც შეეხება, ყველანი ჩემი მეგობრები არიან, მეგობრებს კიდე რეიტინგების მიხედვით ვერ დავალაგებ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42