რასმუსენი ნატოს ქვეყნებს თავდაცვაზე ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
მსოფლიო - 19:25, 15 May, 2014     1929

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების სამიტზე, ნატოს ქვეყნებს თავდაცვაზე ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

"უკრაინის სიტუაციაზე ნატოს პასუხს გრძელვადიანი ეფექტი უნდა ჰქონდეს; დროა შეწყდეს თავდაცვის უნარზე ხარჯების შეკვეცა", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა აღნიშნა, რომ ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ - ევროპის უსაფრთხოების საფუძვლებს ანგრევს.

მან გაიხსენა, რომ რუსეთის თავდაცვითი ხარჯები, ბოლო 5 წლის მანძილზე, ყოველწლიურად 5%-ით იზრდებოდა. ამისგან განსხვავებით, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, რომლებიც ნატოში შედიან, თავისი თავდაცვითი ხარჯები, ამავე დროში, 20%-ზე მეტით, ზოგიერთმა კი 40%-ითაც კი შეამცირა. "შემცირებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აქ, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამის დაშვება არ შეიძლება. დადგა დრო ეს დამთავრდეს და ეს ტენდენცია შეიცვალოს", - დარწმუნებულია ნატოს გენერალური მდივანი.

როგორც კარგი მაგალითის ქვეყანა, რომელიც თავდაცვის გაზრდაზე შესაბამის სახსრებს გამოყოფს, მან ესტონეთი დაასახელა. ნატოს ქვეყნების ვალდებულებები თავდაცვისუნარიანობაზე ხარჯებში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ითვალისწინებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ამ მიზანთან ძალიან ახლოსაა.

"ჩვენ ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ვიყოთ თავდაცვისათვის მომზადებული და უნარიანი", - ხაზი გაუსვა მან.

რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს კარი არის და იქნება ღია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთაც ნატოში ყოფნა სურთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42