შსს-ს ინფორმაციით, ლაშა ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ბანკის თანამშრომლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანამზრახველთან ერთად ბანკიდან დაახლოებით 25 ათასი ლარი, 4 ათასი დოლარი, 2 ათასი ევრო და 15 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა.
ნიღბიანი ბოროტმოქმედების ბანკში შეჭრა ,,პრივატბანკის’’ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის თანამონაწილე პირის ვინაობაც დაადგინეს. ამ ეტაპზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით აღიძრა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაშა ბ-ს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






